Scroll down

explore more

The University of Georgia

announcement

UG FUN SUMMER ბანაკი 2025
13 June 2025

 

პირველად საქართველოს უნივერსიტეტში - ზაფხულის დაუვიწყარი სამი დღე UG FUN SUMMER ბანაკში, კახეთში.

თუ ხარ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი, მოიპოვე საგზური ბანაკში და გაატარე სახალისო და საინტერესო ჩელენჯებით სავსე მხიარული ზაფხული ჩვენთან ერთად

UG FUN SUMMER ბანაკი 1-3 ივლისს, კახეთში, სასტუმროში Hotel and Wine Cellar ARGE-შია დაგეგმილი და მასში მონაწილოების მიღება უნივერსიტეტის 90 სტუდენტს შეუძლია.

თუ გსურს ფინალური გამოცდების შემდეგ დასვენება, განტვირთვა, ახალი ადამიანების გაცნობა და ზაფხულის ენერგიით დამუხტვა, ბანაკის საგზურის მოიპოვებისთვის რამდენიმე გზა გაქვს:

ბანაკში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, შეავსე აპლიკაცია, გამოავლინე კრეატივი. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრებისა და ინიციატივების განვითარების სამსახურის წარმომადგენელი შერჩეულ აპლიკანტებს პირადად დაგიკავშირდებათ.

  • მიიღე მონაწილეობა ინტელექტუალურ ქვიზში და ყველაზე სწრაფად დააგროვე რაც შეიძლება მეტი ქულა. 5 ყველაზე სხარტი სტუდენტი, ვინც შეკითხვებს სწორად უპასუხებს, ბანაკის საგზურით დაჯილდოვდება.
  • შეგიძლია მიენდო იღბალს და აღმოაჩინო 4 საგზური ფინალური გამოცდების მსვლეობისას, საგზურები შემთხვევითი პრინციპით განაწილდება და იღბლიან სტუდენტებს გამოცდის ადგილზე დახვდება
  • თუ ხარ მაძიებელი და გიყვარს შეჯიბრი - ბანაკის ერთი საგზური უნივერსიტეტის ეზოში იქნება დამალული, იპოვე და მოიპოვე ადგილი ბანაკში.

UG FUN SUMMER ბანაკის მიზანი სასწავლო წლის დასასრულს გართობა და განტვირთვაა. სამი დღის განმავლობაში სტუდენტებს სახალისო ჩელენჯები, სამაგიდო და ინტელექტუალური თამაშები, სპორტული აქტივობები, აუზი, მუსიკა და გართობა ელით.

თვალი ადევნე სტუდენტური ცხოვრებისა და ინიციატივების განვითარების სამსახურის ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/UGStudentAffairsCenter და შეიტყვე საგზურის მოპოვების დეტალები პირველმა.

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia