ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

UG FUN SUMMER ბანაკი 2025
13 June 2025

 

პირველად საქართველოს უნივერსიტეტში - ზაფხულის დაუვიწყარი სამი დღე UG FUN SUMMER ბანაკში, კახეთში.

თუ ხარ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი, მოიპოვე საგზური ბანაკში და გაატარე სახალისო და საინტერესო ჩელენჯებით სავსე მხიარული ზაფხული ჩვენთან ერთად

UG FUN SUMMER ბანაკი 1-3 ივლისს, კახეთშია დაგეგმილი და მასში მონაწილოების მიღება უნივერსიტეტის 80 სტუდენტს შეუძლია.

თუ გსურს ფინალური გამოცდების შემდეგ დასვენება, განტვირთვა, ახალი ადამიანების გაცნობა და ზაფხულის ენერგიით დამუხტვა, ბანაკის საგზურის მოიპოვებისთვის რამდენიმე გზა გაქვს:

ბანაკში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, შეავსე აპლიკაცია, გამოავლინე კრეატივი. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური საქმეთა ცენტრის წარმომადგენელი შერჩეულ აპლიკანტებს პირადად დაგიკავშირდებათ.

  • მიიღე მონაწილეობა ინტელექტუალურ ქვიზში და ყველაზე სწრაფად დააგროვე რაც შეიძლება მეტი ქულა. 5 ყველაზე სხარტი სტუდენტი, ვინც შეკითხვებს სწორად უპასუხებს, ბანაკის საგზურით დაჯილდოვდება.
  • შეგიძლია მიენდო იღბალს და აღმოაჩინო 4 საგზური ფინალური გამოცდების მსვლეობისას, საგზურები შემთხვევითი პრინციპით განაწილდება და იღბლიან სტუდენტებს გამოცდის ადგილზე დახვდება
  • თუ ხარ მაძიებელი და გიყვარს შეჯიბრი - ბანაკის ერთი საგზური უნივერსიტეტის ეზოში იქნება დამალული, იპოვე და მოიპოვე ადგილი ბანაკში.

UG FUN SUMMER ბანაკის მიზანი სასწავლო წლის დასასრულს გართობა და განტვირთვაა. სამი დღის განმავლობაში სტუდენტებს სახალისო ჩელენჯები, სამაგიდო და ინტელექტუალური თამაშები, სპორტული აქტივობები, აუზი, მუსიკა და გართობა ელით.

თვალი ადევნე სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/UGStudentAffairsCenter და შეიტყვე საგზურის მოპოვების დეტალები პირველმა.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი