ჩვენი ტრადიციები
საქართველოს უნივერსიტეტი, წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშნვას 2015 წლიდან უძღვნის ლიტერატურის კვირეულს, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის ცხადდება ლიტერატურული კონკურსი "ფოლიო". კონკურსის ფარგლებში, ფოლიოს პრიზზე წარსადგენად ცხადდება პროზაული ნაშრომების მიღება, რომლებსაც საქართველოს უნივერსიტეტში შემდგარი პროფესიონალური ჟიური აწარმოებს.
კონკურსის თემატიკა და პირობები ყოველწლიურად ცვალებადია. არსებობს ნამუშევრის შეფასების სამი კრიტერიუმი:
ა) ორიგინალურობა
ბ) შემოქმედებითობა
გ) ლაკონურობა
პრიზი ფოლიო გადაეცემა პირველ ადგილზე გასულ გამარჯვებულს, ასევე მეორე და მესამე ადგილზე გასულ ფინალისტებს. პირველი ადგილი ფულად პრემიას, 500 ლარს ითვალისწინებს. გამარჯვებული ნაშრომის სრული ვერსია და 3 ფინალისტის ვინაობა ქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
კონკურსში ყოველწლიურად, ასობით აბიტურიენტი და სტუდენტი იღებს მონაწილეობას. გამარჯვებულის დაჯილდოვების ცერემონიალზე, კონკურსის ყველა მონაწილე იღებს სპეციალურ სერტიფიკატს. ყოველწლიურად, ჟიური განსაკუთრებული სიმპათიის სერტიფიკატებსაც გასცემს. ღონისძიების ბოლოს იჭრება საზეიმო ტორტი.
გამარჯვებული: ოლანი ბიწაძე
მეორე ადგილი: მარიამ ნასყიდაშვილი
მესამე ადგილი: ნიტა ქოჩიშვილი
გამარჯვებული: მაგდა იაშვილი
მეორე ადგილი: თეკლა ერემეიშვილი
მესამე ადგილი: მიხეილ სარუხანიანი
გამარჯვებული: მარიამ მელიქიშვილი
საუკეთესო პოეტური ნაწარმოები: გურამ მგელაძე
საუკეთესო პროზაული ნაწარმოები: მარიამ მაზანაშვილი
გამარჯვებული: სოფიო ქურდაძე
საუკეთესო პოეტური ნაწარმოები: ნანო პაჭკორია
საუკეთესო პროზაული ნაწარმოები: ცოტნე ავსაჯანაშვილი
გამარჯვებული: ლილი ფულარიანი
საუკეთესო პოეტური ნაწარმოები: ივანე მათიაშვილი
საუკეთესო პროზაული ნაწარმოები: თეკლა ერემეიშვილი
პირველი ადგილი: გვანცა გვასალია
მეორე ადგილი: ელისო სუხიტაშვილი
მესამე ადგილი: თამარ გაბედავა
პირველი ადგილი: თემური საბელაშვილი
მეორე ადგილი: სოფიო შეყილაძე
მესამე ადგილი: სალომე კვატიძე