საქართველოს უნივერსიტეტის მისია


ჩვენი საქმიანობაა ცოდნის წარმოება და პიროვნების განათლება, რაშიც ვგულისხმობთ ადამიანში ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების გაღვივებას, და მის აღჭურვას კეთილსინდისიერი შრომით წარმატების მისაღწევად საჭირო ცოდნითა და უნარებით.

ყოველივე ამას ვახორციელებთ კომპეტენციის ცენტრების და იმგვარი პლათფორმის შექმნით, სადაც უზრუნველყოფილია ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და განხორციელება; ისეთი გარემოს შექმნით, სადაც პიროვნებას შემოქმედებითი, ინოვაციური და სამეწარმეო შესაძლებლობების გამოვლენისა და რეალიზების მაქსიმალური ასპარეზი ეძლევა.

ჩვენი საქმიანობით, რასაც მუდმივად ინოვაციური მიდგომით ვანხორციელებთ, ისევე, როგორც ინსტიტუციური სრულყოფილებისკენ სწრაფვის საკუთარი მაგალითით წვლილი შეგვაქვს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაში, ქართველი ერისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ.

 

საქართველოს უნივერსიტეტის ხედვა:


  • ვიყოთ მოწინავე საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში. აქ სწავლა და კვლევა ასოცირდებოდეს უმაღლეს ხარისხთან, დიპლომი იყოს პრესტიჟული
  • ვიყოთ საქართველოში ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტი: როგორც სასწავლებელი, კვლევითი დაწესებულება, ბიზნეს-ორგანიზაცია
  • ვიყოთ ლიბერალური ღირებულებების გამავრცელებელი რეგიონში, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ღირებულებების ფორმირების პროცესში

 

საქართველოს უნივერსიტეტის ღირებულებები:


თავისუფლება,ჰუმანურობა,სრულყოფილება

Latin: Libertas, Humanitas, Exellentia

 







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი