უნივერსიტეტი რეიტინგებში

 

საქართველოს უნივერსიტეტი საქართველოს ყველაზე მაღალრეიტინგული კერძო უნივერსიტეტია, საერთაშორისო აკადემიური რეიტინგების მიხედვით. უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარება ეფუძნება არა ერთ კონკრეტულ მაჩვენებელს, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას - კვლევის ხარისხსა და გავლენას, აკადემიურ რეპუტაციას, საერთაშორისო ინტეგრაციას, ციფრულ ხილვადობას.

Nature Index-ის მონაცემებით, საქართველოს უნივერსიტეტი წელს საქართველოში პირველ პოზიციას იკავებს, ხოლო მსოფლიოში - #1716-ს. ინდექსი ყურადღებას ამახვილებს მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევებსა და საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციებში უნივერსიტეტების წვლილზე.

საქართველოს უნივერსიტეტის მზარდ საერთაშორისო რეპუტაციას ასევე ასახავს QS World University Rankings. QS-ის წელს გამოქვეყნებულ, 2027 წლის რეიტინგებში საქართველოს უნივერსიტეტი #54 პოზიციაზეა დასავლეთ აზიის ქვერეგიონში, ევროპის მასშტაბით #591-600 პოზიციებს იყოფს, ხოლო მსოფლიო მასშტაბით - #1401-1504 ჯგუფშია. საქართველოდან სუ თსუ-ს შემდეგ მეორე პოზიციაზეა.

Webometrics Ranking of World Universities-ის 2026 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს უნივერსიტეტი მსოფლიოში #2859 პოზიციაზე გავიდა, რაც საქართველოში მესამე მაჩვენებელია, თსუ-სა და ილიაუნის შემდეგ. რეიტინგი უნივერსიტეტებს აფასებს მათი სამეცნიერო აქტივობის, ციფრული ხილვადობის, კვლევების ხარისხისა და გავლენის მიხედვით.

საქართველოს უნივერსიტეტი წელს ასევე საქართველოდან პირველია ესპანური SCIMago Institutions Rankings-ის მიხედვით, და ქვეყნის სამეულში შედის Unirank.org-ის მიხედვით.

ეს შედეგები საქართველოს უნივერსიტეტის განვითარების სხვადასხვა მხარეს ასახავს - კვლევის ხარისხს, საერთაშორისო გარემოს, აკადემიურ რეპუტაციას, სტუდენტთა მრავალფეროვნებასა და კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას.

საქართველოს უნივერსიტეტი დღეს არის უნივერსიტეტი, რომელიც აერთიანებს ხარისხიან განათლებას, კვლევას, პრაქტიკულ გამოცდილებასა და საერთაშორისო შესაძლებლობებს - იმისთვის, რომ სტუდენტმა შეძლოს არა მხოლოდ დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისი პროფესიის დაუფლება, არამედ მომავლის შესაძლებლობების შექმნაც.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი