ჩვენ შესახებ
საქართველოს უნივერსიტეტი 2004 წელს დაფუძნდა, პროფესორების, მანანა სანაძისა და გიული ალასანიას მიერ, როგორც საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა. სხვადასხვა დისციპლინაში საგანმანათლებლო პროგრამების დამატების შემდგომ, 2007 წლიდან საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა იწოდება საქართველოს უნივერსიტეტად.
ამჟამად, უნივერსიტეტი ახორციელებს 50-ზე მეტ აკადემიურ პროგრამას სწავლების ყველა საფეხურზე (საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი და სადოქტორო), სადაც სწავლობს 8000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტი. პროგრამები ისწავლება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.
საერთაშორისო ორგანიზაცია ვებომეტრიქსის კვლევის თანახმად, საქართველოს უნივერსიტეტი ყველაზე რეიტინგული კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, კავკასიის რეგიონის მასშტაბით კი ტოპ შვიდეულში შედის.
საქართველოს უნივერსიტეტი გამორჩეულია უმაღლესი ხარისხის, განსაკუთრებული საგანმანათლებლო პროცესითა და ისეთი ტიპის თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელშიც ადამიანი ხარისხიან განათლებასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც ეუფლება. სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი. უდავოდ, ჩვენი კურსდამთავრებული დასაქმების რეალური პერსპექტივითაა უზრუნველყოფილი.
უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მაღალკვალიფიციურ, კრეატიულ და ენთუზიაზმით აღსავსე პროფესიონალებისაგან შემდგარ გუნდს წარმოადგენს, რომელიც მზად არის აღზარდოს აუცილებელი ცოდნით, უნარებითა და ღირებულებებით აღჭურვილი ადამიანი.
საქართველოს უნივერსიტეტის მიზანი თითოეული სტუდენტის პიროვნული განვითარება და მისი, როგორც მაღალი დონის პროფესიონალის, ჩამოყალიბებაა. სწორედ ამიტომ, ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მოთხოვნადია თანამედროვე შრომით ბაზარზე, რასაც დასაქმების უმაღლესი სტატისტიკური მაჩვენებელი ადასტურებს.