Scroll down

explore more

The University of Georgia

არს გუსტო

„კულინარიის და გასტრონომიის სფეროში სწრაფად დასაქმების გზა - „საქართველოს უნივერსიტეტი“- კულინარიის აკადემიაარს გუსტო“-ზე გადის...“

 

იუ ჯი კულინარიის აკადემია „არს გუსტო“-ს კულინარები

 

 

მზარეულთა პირველი პროფესიული სკოლა XIX საუკუნეში ინგლისში გახსნეს, მას შემდეგ კულინარის სასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიქმნა...  საქართველოს უნივერსიტეტშიკულინარიის აკადემია კი იმ მიზნით დაარსდა, რომ ევროპული განათლების მიღება ჩვენი ქვეყნიდან გაუსვლელად შესაძლებელი გამხდარიყო. ჩვენი კულიანარიის აკადემიაარს გუსტო“, სასწავლებლად იწვევს არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვაგარეთ მცხოვრებ  უცხოელ - კულინარიის ხელოვნებით დაინტერესებულ მოყვარულ და გასტრონომიის სფეროში დასაქმებულ მოქალაქეებს.

 

იუ-ჯი კულინარიის აკადემიაარს გუსტო“- მიზანია ქართული კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია აკადემიურ ხარისხში ავიყვანოთ და ამასთან ერთად სტუდენტები მსოფლიო გემოების ხელოვნებას ვაზიაროთ.

 

რომელ ენებზეა სწავლა შესაძლებელი?

 

ჩვენი აკადემიის კურსდამთვრებულები სრული აკადემიური, ზოგადი კურსების და მასტერ-კლასების მეშვეობით მსოფლიო კულინარიის ხელოვნებას დაეუფლებიან. „არს გუსტოამიერკავკასიაში ერთადერთი კულინარიული ჰაბია, სადაც კულინარიის ხელოვნების დაუფლება შესაძლებელია: ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

 

მზარეულის, კონდიტერის, ბეიქერის და რესტორატორის მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსებზე ჩვენი სტუდენტები: საავტორო სასწავლო პროგრამების, მსოფლიოში წამყვანი კულინარიის უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით, პრობირებული მეთოდოლოგიით, ჰასპის სტანდარტების გათვალისწინებით და საქართველოს განათლების სისტემის მიერ დადგენილი სტანდარტების სრული დაცვით ისწავლიან.

ქართველი და უცხოელი წამყვანი სპეციალისტების: შეფ-მზარეულების, შეფ-კონდიტერების, რესტორატორების, სომელიეების, ბიზნეს-მენეჯერების, ნუტრიციოლოგების, ბარისტების, კულინარ-ვლოგერების, გასტრონომიული კულტურის მკვლევარების მეშვეობით სტუდენტები კულინარიულ უნარებს 1 სასწავლო წლის განმავლობაში გამოიმუშავებენ.

ჩვენი გუნდი სტუდენტების ცოდნის და ზოგადი თვალსაწიერის გაფართოებაზე იზრუნებს; „საქართველოს უნივერსიტეტი“- კულინარიის აკადემიის ხელმძღვანელობას შემუშვებული აქვს წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული 10 წლიანი სამოქმედო გეგმა; იმის გათვალისწინებით, რომ კულინარიის ხელოვნება სწრაფად განვითარებადი დარგია, ზოგადი კურსები ყოველწლიურად განახლდება;

ჩვენი საზაფხულო სკოლის, ქართველი და უცხოელი კულინარების მასტერ-კლასების მეშვეობით - სტუდენტები ნამდვილ კულინარიულ სამყაროს ეზიარებიან; გაეცნობიან ფერმერულ მეურნეობას და სათბურებიდან თეფშამდე თითოეულ ინგრედიენტს შეიმეცნებენ.

რითი განსხვავდება ჩვენი კულინარიის აკადემია „არს გუსტო“ სხვა სასწავლებლებისგან და რა საერთო აქვს დასავლურ განათლებასთან?

ჩვენი ჭკვიანი კულინარიული სკოლა სრულად აღჭურვილია: თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი უახლესი გასტრონომიული დანადგარებით და ინვენტარით, კომპიუტერული ტექნიკით და სათბურებით, მსოფლიოში წამყვანი სამეცნიერო ლიტერატურით და ელექტროული სასწავლო ბიბლიოთეკით, რაც უწყვეტი ფუნდამენტური სწავლის და განათლების მიღების გარანტიაა. თითოეული მაპროფილებელი სასწავლო პროგრამა რამდენიმე საფეხურიან კურსს მოიცავს; დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ, როგორც 1 კვირიანი, 1 და 3 თვიანი მოკლე კონკრეტული მიმართულების მასტერ-კლასები, ასევე  6 თვეში დაეუფლონ სამზარეულოს ძირითად საფუძვლებს... 12 თვიანი სრული კურსის დასრულებისთანავე კი, კულინარიულ შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად სუ-შეფებად ან შეფ-მზარეულებად იქცნენ; სრულიად დამწყებ მოყვარულს, რომელიც ოცნებობს გახდეს ერთ-ერთი მაღალ ანაზღაურებადი, პოპულარული შეფ-მზარეული, შეფ-ბეიქერი, შეფ-კონდიტერი, რესტორატორი ან კულინარიული მკვლევარ-ბლოგერი სრული - 5 საფეხურისგან შემდგარი სასერთიფიკატო ინტენსიური კურსის გავლა მოუწევს.

თითოეულ სტუდენტს დახვდება: ჰასპის სტანდარტების სრული დაცვით დაინსტალირებული თეორიული და პრაქტიკული აუდიტორიები, ინდივიდუალური ინვენტარი, მსხვილი და წვრილი ტექნიკა, სიმულაციური კაფე-რესტორანი და ბარი, ცივი სამაცივრე და შოკ-საყინულე ოთახები, მოსასვენებელი სივრცეები, სამუშაო კიტელები და მაისურები და რაც მთავარი საქართველოში ნომერ პირველი შეფ-კონდიტერები, შეფ მზარეულები და შეფ-ბეიქერები, უცხოელი შეფ-მზარეულ-რესტორატორები და პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში კულინარიის ხელოვნებას აკადემიურ ხარისხში საფუძვლიანად დაასწავლიან. სტუდენტებს პროფესიონალი ლექტორები ყოველკვირეულად, ყოველთვიურად და კვარტალურად შეაფასებენ, საბოლოოდ მიიღებენ ევროპულ უნივერსიტეტებთან გათანაბრებულ განათლებას და „საქართველოს უნივერსიტეტი“-ს კულინარიის აკადემიის სერტიფიკატებს.

ჩვენი სკოლა საქართველოში პირველი სრულყოფილი კულინარიული სასწავლებელია, სადაც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მსოფლიო სტანდარტების ევროპული და ამერიკული კულინარიის აკადემიის დონის განათლება მიიღოს; „არს გუსტო“ 2022 წლის 6 ივნისს დაარსდასაქართველოს უნივერსიტეტი“- ხელოვნების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ბაზაზე და შესაბამისად პირველ სტუდენტებს წელს- 12 სექტემბერს მიიღებს.

თითოეული პროგრამა მოიცავს თეორიულ (30 %) და პრაქტიკული მეცადინეობის (70 %) სრულყოფილ სასერტიფიკატო კურსს. სტუდენტები კვირაში 3-4 დღის განმავლობაში პრაქტიკული სამუშაოებთან ერთად, თეორიულ ცოდნასაც მიიღებენ.

სტუდენტები, „საქართველოს უნივერსიტეტი“- კვების ობიექტებსა და პარტნიორ კომპანიებში დასაქმებამდე - პრაქტიკულ სამუშოებს გაივლიან, გამოიმუშავებენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, დაისწავლიან საკვების წარმოების სრულ ციკლს - ნედლეულის არჩევიდან დაწყებული, საავტორო საუცხოო კერძების საბოლოო შექმნამდე.

რატომსაქართველოს უნივერსიტეტი“- კულინარიის აკადემიაარს გუსტო“?

·         თუ თქვენ გადაწყვიტეთ კულინარიულ-გასტონომიულ და ჰორეკა სფეროში მსოფლიო ოქროს სტანდარტებად აღიარებულ განათლებას და სასერტიფიკატო კურსების დამადასტურებელ დიპლომს დაეუფლო, მაშინარს გუსტო“-ში შენი ადგილია;

·         გსურთ დაეუფლოთ გემოს ხელოვნებას, კულინარიული კულტურის უნარჩ-ჩვევებს, მოგეცეთ ინოვაციური იდეების განხორციელების და საკუთარი თავში პროფესიული რწმენის განმტკიცების თუ წარმოჩენის საშუალება? მაშინ - „არს გუსტოშესანიშნავი არჩევანია;

·         ღამეებს იმაზე ფიქრში ათენებ თუ როგორ გახდე ყველაზე პოპულარული მზარეული, კონდიტერი, კულინარი, რესტორატორი და/ან მაღალანაზაღაურებადი ბლოგერი თუ ყველაზე მოდური ვლოგერი? ჩვენ ამის შესაძლებლობას :საავტორო სატელევიზიო შოუებით, კულინარიული კონკურსებით, დიჯითალ რუბრიკებით და საკუთარი youtube არხით გაძლევთ;

·         თუ კი საკუთარი კაფეტერიის, რესტორნის, ფერმის ან ქარხნის გახსნას აპირებთ, წარმოების ხარისხის ამაღლების და გასტრონომიული თუ კულინარიული ბაზრების მართვის კურსების მეშვეობით, გამოიმუშავებთ ლიდერის და მმაართველის უნარ-ჩვევებს;

სკოლის მენეჯერების, კონსულტანტების, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მეშვეობით სილაბუსი, სასწავლო პროგრამები და ლიტერატურა დამუშავებულია ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

სხვადასვა პროფესიული კვალიფიკაციის პროგრამების მოცულობა და ხანგრძლივობა:

მზარეულის ქართულენოვანი და არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 სასწავლო თვეს; სრული სასწავლო კურსები რამდენიმე პროგრამისგან შედგება:

კვალიფიკაცია - მზარეული, მზარეულ-რესტორატორი, სუ-შეფ მზარეული და შეფ-მზარული:

1.       პირველი და მეორე საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის 9 თვე თბილისის კამპუსში, 3 თვე საზაფხულო სკოლასა და პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;

 

პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება;

 

2.       მესამე საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის  9 თვე თბილისის კამპუსში, 3 თვე საზაფხულო სკოლასა და პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;

      პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

 

3.       მეოთხე და მეხუთე საფეხური სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის  9 თვე თბილისის კამპუსში, 3 თვე საზაფხულო სკოლასა და პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;

 

პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება .

მსოფლიო სამზარეულო ხელოვნების დეპარტამენტის და პროგრამების ხელმძღვანელი: ფრანგი შეფ-მზარეული, რესტორატორი ისმაილ უანინი;

ქართული სამზარეულო ხელოვნების დეპარტამენტის და პროგრამების ხელმძღვანელი: შეფ-მზარეული - ილია ქარქუსაშვილი;

კონდიტერის ქართულენოვანი და არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 სასწავლო თვეს; სრული სასწავლო კურსები რამდენიმე პროგრამისგან შედგება:

კვალიფიკაცია - კონდიტერი; კონდიტერ-რესტორატორი, სუ-შეფ კონდიტერი, შეფ-კონდიტერი;

1.       პირველი და მეორე საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის 9 თვე თბილისის კამპუსში, 3 თვე საზაფხულო სკოლასა და პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;

 

პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება;

 

2.       მესამე საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის  9 თვე თბილისის კამპუსში, 3 თვე საზაფხულო სკოლასა და პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;

      პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

3.       მეოთხე და მეხუთე საფეხური სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის  9 თვე თბილისის კამპუსში, 3 თვე საზაფხულო სკოლასა და პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;

კულინაარიის აკადემიაარს გუსტო“- მრჩეველი მასტერ-კლასების პროგრამების ხელმძღვანელი - ზაზა ქასაშვილი - ნატურალურ მეცნიერებათა კანდიდატი, შეფ კონდიტერ-მზარეული, „დე ჟე ეფ“-ის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპაში, isc კულინარიის სკოლის დამაარსებელი კიევსა და თბილისში; „ეკლერ დე ჟენი“- დამფუძნებელი;

პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება .

კვალიფიკაცია - ბეიქერ (პურ-ფუნთშეულის სპეციალისტი); ბეიქერ-რესტორატორი, ბეიქერ-კონდიტერი, შეფ-ბეიქერ-მზარეული;

1.       პირველი და მეორე საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის 9 თვე თბილისის კამპუსში, 3 თვე საზაფხულო სკოლასა და პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;

 

პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება;

 

2.       მესამე საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის  9 თვე თბილისის კამპუსში, 3 თვე საზაფხულო სკოლასა და პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;

      პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

 

3.       მეოთხე და მეხუთე საფეხური სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის  9 თვე თბილისის კამპუსში, 3 თვე საზაფხულო სკოლასა და პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;

მსოფლიო ბეიქერიის დეპარტამენტის და მასტერ-კლასების პროგრამების ხელმძღვანელი - თეა ჯოხაძე- ბეიქერია „14 მარცვლისდამფუძნებელი; შეფ-ბეიქერ-კონდიტერი;

მსოფლიო სამზარეულო ხელოვნების დეპარტამენტის და პროგრამების ხელმძღვანელი: ფრანგი შეფ-მზარეული, რესტორატორი ისმაილ უანინი;

პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება .

კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:
კულინარიის აკადემიის ნებისმიერი საფეხურის შესაბამისი სასერთიფიკატო პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ჰორეკა, კულინარიულ და გასტრონომიულ სფეროში.

ჰორეკა, კულინარიულ-გასტრონომიული სფერო ფართო სპექტრს მოიცავს; კულინარიის აკადემიის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები დაეუფლებიან შემდეგ უნარ-ჩვევებს, ტექნიკებს, ტექნოლოგიებს და თეორიულ ზოგად განათლებას, თითოეული მოდულის კვალიფიკაციის საფეხური მოიცავს 48 კრედიტს და აერთიანებს შემდეგ საგნებს:

·         სამზარეულოს ტექნიკა და ტექნოლოგიები;

·         კულინარიული მეცნიერება და გასტრონომიის ისტორია;

·         ნუტრიციოლოგია და კეტო სამზარეულო;

·         რესტორატორის და რესტორნების მენეჯმენტი;

·         სერვირება;

·         ჰიგიენა, სანიტარული ნორმები და საკვების უტილიზაცია;

·         პირველადი სამედიცინო დახმარება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

·         პროდუქტების და კერძების კალკულაცია;

·         მოლეკულური კულინარია და მიკრო ბაღჩეული;

·         კულინარიის, გასტრონომიის და ჰორეკა მენეჯმენტის მარკეტინგის საფუძვლები;

·         ენოლოგია, ბარ-ტენდერი, ბარისტას ხელოვნება;

·         ქართული და მსოფლიო გასტრონომიული და კულინარიული კულტურები;

·         სტილი, კულინარიული ფოტო-პრინტი და თანამედროვე კვების ტექნოლოგიები;

·         კლასიკური და თანამედროვე რესტორნების სინთეზი და ბალანსი;

·         საკვების და სასმელების დიზაინი და სერვირება;

·         კულინარიული და გასტრონომიული მარკეტინგის საფუძვლები;

·         კვების ტექნოლოგია და კულინარიული ტექნიკა;

·         პროდუქტების მოყვანის, გაზრდის და კერძებში ზუსტად გამოყენების უნარი;

·         რძის პროდუქტები - ფერმიდან სამზარეულომდე;

·         ფრანგული კულინარიული ტექნიკის უნარ-ჩვევები;

·         მარკეტინგის საფუძვლები, სარეკლამო კამპანია და პი-არ ტექნოლოგია, ვებინარი, კულინარიული სოც-მედია; დიჯითალ პლატფორმაზე „არს-გუსტო“-ს არხებზე რუბრიკების შექმნა და პოპულარიზაცია;

·         კულინარიული ბაკალეას, ბულანჟერიის და საკონდიტრო ნაწარმის მასტერ-კლასები;

·         ინდური, აშშ-, გერმანული, ჩეხური, უნგრული, თურქული, ფრანგული, იაპონური, ჩინური, იტალიური, ესპანური და ხმელთაშუაზღვის სამზარეულოების მაინორ-კურსები შერჩევით 1 სასწავლო წლის ფარგლებში;

·         მსოფლლიო საკონდიტრო ხელოვნება - საკონდიტრო ხელოვნების სრული კურსი; ფრანგული კულინარია -  სრული კურსი;

·         მზარეული - მსოფლიო სამზარეულო ხელოვნება - მზარეულის ხელოვნების სრული კურსი, ფრანგული სამზარეული - სრულ კურსი, ქართული სამზარეულო - სრული კურსი;

·         ბეიქერია - მსოფლიო პურ-ფუნთშეულის ხელოვნება - ბეიქერიის ხელოვნების სრული კურსი, ფრანგული ბეიქერია - სრულ კურსი, ქართული პურ-ფუნთშეული/გულსართანები - სრული კურსი;

 

მსოფლიო საკონდიტრო, მზარეულის, ბეიქერის ან რესტორატორის ხელოვნების სრული კურსების შესწავლისას, სტუდენტებს შეუძლიათ 1 დამატებითი - სამზარეულო მაინორ კურსის შერჩევა;

 

პრაქტიკული სამუშაოები საზაფხულო სკოლაში:

 

·         ქართული ტრადიციები და კულინარია,

·         ბაღჩეული კულტურების მოყვანა.

·         სახლის პირობებში მინი-სათბურების შექმნა; რძის პროდუქტების დამზადება;

·         საღი რძისგან ქართული კერძების შექმნის სრული კურსი;

·         სამზარეულო, სასათბურე და სარძევე მეურნეობა;

·         ხორცის დამუშავება და ქართული ხორციანი კლასიკური კერძების მომზადება;

·         ქართული გულსართიანები;

·         გრილზე, მაყალსა და ბუხარში კერძების მომზადება და კლასიფიკაცია.

·         კონსერვაციის: მურაბების, ჯემების, კონფიტიურების, კომპოტების, ზამთრის მარაგების, სოუსების, ტყლაპების, საწებელების, ჩირეულის და ქართული ტკბილეულის მომზადება;

 

·         სრული, მაპროფილებელი ზოგადი და მაინორ კურსები - შერჩევით:

 

·         ვეგეტარიანული და ვეგანური სამზარეულოს მასტერ-კლასი;

·         თევზეულის დამუშავება და ზღვის პროდუქტების მომზადება;

·         ქართული სამზარეულოს მარგალიტები და კულტურული მემკვიდრეობა;

·         ცომეული და პურ-ფუნთუშეულის მასტერ-კლასი;

·         ქართული კულინარიული შედევრები;

·         ვაზის და ღვინის ქვეყანა;

·         ტურები ოჯახებსა და სასტუმრო-რესტორნებში;

·         ტრადოციული ქართული კულინარიის მასტერ-კლასები ბებოების და შეფ-მზარეულებისგან;

·         ფურშეტების ორგანიზება და სერვირება;

·         ჰიგიენის და სანიტარული ნორმების დაცვა სამზარეულოსა და სასტუმრო-რესტორნებში;

საზაფხულო სკოლაში სტუდენტები ისწავლიან და იცხოვრებენ კულიანიის აკადემიის ფასანაურის კამპუსში, რაც შედიგის სწავლის ღირებულებაში.

 

სრული, ზოგადი და მაინორ-კურსების წვლილი სასწავლო პროგრამებში:

 

სტუდენტები სამომავლოდ პრაქტიკულ სამუშაოებთან ერთად გამოიყენებენ: ისტორიის, გეოგრაფიის, მსოფლიო კულინარიული კულტურის და გასტრონომიულ მეცნიერებებს:

1.       სტუდენტები სწავლობენ კულინარიის ხელოვნების პროცესებს და დაშვებული შეცდომების დროს პროფესიონალებისგან კომპეტენტურ რჩევებს იღებენ ცნობილი შეფ-მზარეულებისგან; პერიოდულად უტარდებათ მასტერ-კლასები ქართველი და მსოფლიოში წამყვანი კულინარების, ()ლოგერების, მარკეტინგის სპეციალისტების, გასტრონომიული მკვლევარების და ნუტრიციოლოგებისგან;

2.        სწავლობენ საკვების დიზაინისა და ვიზუალურიპრეზენტაციების უნარების გამომუშავებას.

3.        სრული კურსების დასრულების შემდეგ სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია ექბებათ ჯყკუბარუყკუ ცნებების შესახებ, მათ შორის, ტექნიკური და ახალი კერძების შექმნის იდეების უნარ-ჩვევებ გამომუშავება;

4.       კურსების დასრულებისთანავე სტუდენტები ფლობენ ცოდნას და უნირატესობას მეცნიერების ძირითადი პრინციპების შესახებ;

5.       სტუდენტები ფლობენ სურსათის ჰიგიენის, სანიტარული ნორმების და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

6.       სტუდენტებს უვითარდებათ საკვებისა და სასმელის წარმოებასთან ერთად ყველა ის უნარი, რომელიც მზარეულის, სუ-შეფის და შეფისთვის არის აუცილებელი, მათა შორის: წარმოების წარმოების პრეზენტაციის ეტაპები და მათ შესსახებ ინფორმაციის ფლობა; წარმოების ახალი მიდგომებილ ამ სფეროშ მათ აქვთ სიღრმისეული ცოდნა; სტრესულ გარემოში სწრაფი გადაწყვეტილების უნარი და პრობლემის გადაჭრის სისხარტე, რაც შეიძლება რესტორნებსა თუ ზოგადად ჰორეკა სფეროში ხშირად წარმოიქმნას; მათ შეეძლებათ შეიმუშაონ საკუთარი ინდივიდუალრუი გარემო და ჰქონდეთ ინოცაციური აზროვნება; სფეროსთან დაკავშირებული მასალებისა და ტექნოლოგიების გააზრების უნარი;

7.       სტუდენტები იძენენ ცოდნას ეროვნული და საერთაშორისო სამზარეულოს შესახებ, მათ იციან სამზარულოს ძირითადი ტექნიკის კონტექსტი, რასაც ეტაპობრივად ახორციელებენ და ავითარებენ;

8.       სტუდენტებს მეოთხე საფეხურსა და კონკრეტული მაინორ-კურსების მეშვეობით, აქვთ ალკოჰოლის ისტორიული, გეოგრაფიული და კულტურული ფონი;

9.       ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების სახეობები და მომზადების საფუძვლები და მათი წარმოების სხვადასხვა ეტაპეი, დაგროვილი ინფორმაცია მომავალ პროფესიონალებს მენიუს დაგეგმავაში , საკვების წარმოებასა და ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარება;

10.   მოსწავლეებს შეეძლებათ შეიმუშაონ ახალი პროდუქტი, განახორციელოს მისი სტანდარტიზაცია, დიზაინი შესრულების პროცესი სამეცნიერო კონტექსტამდე აიყვანონ;

11.   ტუდენტებს ეცოდინებათ ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციები, პროფესიული სტარტები და პროფეისიული ეთიკური ნორმები;

12.   სტუდენტები დაეუფლებიან: ბიზნესის, ეკონომისი ძირითად ცნებებ, თეორიებს და პრინციპებს, მარკეტინგის საფუძვლების და კულინარიული პი-არ სტრატეგიის შემუშვების ძირითადი პრინციპებს...ეს უნარები  გამოადგებათ მენიუს დაგეგმვაში, ამასთან ერთად განახორციელონ საკვებისა და სასმელების ხარჯების ანალიზი, ხარჯების კონტროლი და ფასების რეგულაცია, რაც სამომავლოდ მრავალგეროვანი მენიუს შემუშავებაში დაეხმარებათ;

13.    შეფებს როგორც მენეჯერებს, შეეძლებათ სწორად წარმართონ სურსათის საერტაშორისო ნორმების სტანდარტიზაციის პროცესში ჩართვა და სავაჭრო ბიზნესის ოპერაციების მართვა, მენეჯმენტის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;

14.   მზარეულების, კონდიტერების და ბეიქერების აუცილებელი თვისებები: დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის პრაქტიკა, წერითი უნარების პრეზენტაციების მომზადების უნარის გამომუშავება;

15.   სტუდენტებს ესმით, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია საკვებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ზოგადად საზოგადოებაზე; კონტექსტში თვალყურს ადევნებენ მასმედიის საშუალებებს; ისინი ასევე ერთვებიანარს გუსტო“- სხვადასხვა პლატფორმების მეგა-შოუებსა და პროექტებში; განიხილავენ ორგანიზაციების სამოქმედო გეგმებს, რაც მათ ლექტორებთან ერთად კულინარიაში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალებას მისცემს. ისინი შეფებთან ერთად კულინარიასთან დაკავშირებულ მოვლენებსაც მართავენ.

16.   სწავლის დასრულების შემდეგ ისინი გათვითცნობიერებულები არიან მსოფლიო სასურსათო ვაჭრობის ცნებებში, გლობალიზაციასა და ისეთ შაბლონებში, როგორიცაა: მსოფლიო სასურსათო ვაჭრობის ცნება და გლობალიზაცია; ასეე ისეთ დრაფტებში, როგორიცაა წარმოება და გამოყენება, გასტონომიული პოლიტიკის მნიშვნელობა და ქვეყნის ეკონომიკა.

17.   სტუდენტები დაეუფლებიან მზარეულის საქმეს, კერძოდ - ფრანგულ ტექნიკას, ტერმინებს, ტექნოლოგიებს და მსოფლიო სამზარეულოების კერძების მარგალიტებს; შეისწავლიან ქართული სამზარეულოს 5 მიმართულების სრულს კურს; გამოუმუშვდებათ პრეზენტაციების, სტრესულ გარემოში მუშაობის დაძლევის და პრემიუმ-სერვირების უნარები; სათბურების, რესტორნების, ფერმების და შინა-მეურნეობის მართვას; შექმნიან საავტორო კერძებს და ძველ, მივიწყებულ მსოფლიო კულინარიის რეცეპტებს. მიიღებენ მონაწილეობას: შიდავკონკურსებში, სატელევიზიო და დიჯითლ პლატფორმებზე „არს გუსტო“-ს სავტორო პროექტებში, სივრცეებსა და არხებზე;

18.   სტუდენტები ეუფლებიან საკონდიტრო საქმეს, კერძოდ - ფრანგული ტკბილეულობის, დესერტების, ტორტების, ნამცხვრების, ფხვიერი, მოხარშული, ფენოვანი და საფუვრიანი ცომეულისგან დამზადეული საკოდიტრო კერძების მომზადებას, ტექნიკას და ტექნოლოგიებს; პურ-ფუნთუშეულის ცხობის ხელოვვნების ძირითდ მცნებებს და  მომზადების ტექნიკას; ფრანგული, იტალიური, ბრიტანული, ესპანური, გერმანული, ჩინური, იაპონური, ამერიკული, აზიური, აღმოსავლური და ქართული გემოების ტკბილეულის მომზადებას;  ეცნობიან: ცომეულის საკონდიტრო ბაზებს, ცომეულის საკონდიტრო ბაზებს, ნაღების და ხილის სოუსების, ჟელეების და მუსების, ზეფირების და მუსების, ცხელი და ცივი დესეტების, ნატინები და სორბეტების, შოკოლადის, ჯელატოების და მერინგების, შაქრის ნამუშევრების და დეკორაციების, მარციპანს და პრინტ-დეკორს... უმუშვდებათ პრეზენტაციების უნარი; ისინი კომპეტენტურნი არიან შოკოლადის პროდუქტების დამზადებაში; მიიღებენ მონაწილეობას: შიდავკონკურსებში, სატელევიზიო და დიჯითლ პლატფორმებზე „არს გუსტო“-ს სავტორო პროექტებში, სივრცეებსა და არხებზე;

19.   სტუდენტები ეუფლებიან ბეიქერიის საქმეს, კერძოდ ქართული, იტალიური, ფრანგული, გერმანული, ავსტრიული, ინდური, ამერიკული, ებრაული, მექსიკური, თურქული და ესპანური პურ-ფუნთუშეულის ცხობის მომზადების ტექნიკას და ტექნოლოგიებს, სწავლობენ პურის ყველაზე პოპულარულ სახეობებს და მომზადებას, მათ შორის ქართული გულსართიანებს, ქართული ენდემური ჯიშების, 14 მარცვლისგან შემდგარი, უსაფუარო, უგლუტენო და ბუნებრივ საფუარზე მომზადებული პურ-ფუნთშეულის ცხობას; ფქვილის ნაირსახეობებისგან შექმნიან: ევროპულ, ამერიკული, აღმოსავლური ქვეყნების ცომეულს;  პურ-ფუნთშეულის ხარისხის კონტროლის და უტილიზაციასთან ერთად დაისწავლიან ფრანგულ ტექნიკას და ტექნოლოგიებს; მიიღებენ მონაწილეობას: შიდავკონკურსებში, სატელევიზიო და დიჯითლ პლატფორმებზე „არს გუსტო“-ს სავტორო პროექტებში, სივრცეებსა და არხებზე;

20.   სტუდენტები სრულყოფილად ეუფლებიან ბაღჩეულის, ბოსტნეულის და მწვანილის დამუშავების ტექნიკას, თერმულ დამუშავებას და შენახვის წესებს. სტუდენტებს აქვთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა წარმოების შესახებ;

 

ჩვენთან სწავლა ძირიდან კენწერომდე ტკბილია ...

 

სასწავლო კურსი და სწავლის მეთოდები:

 

ჩვენი სკოლის სწავლის მეთოდები და სტრატეგია დაფუძნებულია ისეთი უნარების გაუმჯობესებასა და მათ გამომუშავებაზე, როგორიცაა:

·         თვითდასწავლა;

·         საკუთარ თავზე მუშაობა;

·         მთელი ცხოვრების განმავლობაში განვითარება;

·         თანამედროვე კულინარიული უნარების ათვისება;

·         ძირძველი კულინარიული მეთოდების გამოყენება და სწავლა-დაკვირვება;

·         ედაგოგიური უნარების გამომუშავება;

·         პრეზენტაციების და საკუთარი შექმნილი პროდუქტის მიმართ კრიტიკული აზროვნების უნარების გამომუშავება;

·         გუნდური მუშაობა და IT უნარების შეძენა.

 

სწავლელბა და სწავლის მეთოდი, ძირითადი სასწავლო აქტივობები და ხელსაწყოები:

 

·         ლექციების მოსმენა, ინტერპრეტაცია და დისქუსია;

·         მსოფლიო კულინარიის საფუძვლიანი შესწავლა, ტექნიკა და ტექნოლოგიები;

·         პოპულარული და საავტორო კერძების შექმნა;

·         მსოფლიოში პოპულარული შეფ-მზარეულების რეცეპტების შესწავლა;

·         დაკვირვება/მანიპულირების კონტროლი, კრეატიული ფიქრი, კრეატიულობა, კითხვის დასმის უნარი და პასუხის გაანალიზება;

·         ინდივიდუალური - 1 სტუდენტზე განკუთვნილი სასწავლო ინვენტარი, ტექნიკა და ჭურჭელი;

·         კულინარიული მარკეტინგი, სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა და პი-არ ტექნოლოგიები;

·         სატელევიზიო მეგა-შოუში მონაწილეობა, დიჯითალ რუბრიკებში და არხებზე ჩართულობა;

·         მულტიმედია, აპარატურის და ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა;

·         როექტორი, კომპიუტერი, ოვერდჰედის პროექტორით მუშაობის და პრეზენტაციების უნარების გამომუშავება;

·         ექლექტრონული სახელმძღვანელო / სტრუქტურირებული ვარჯიშები;

·         მზარეულის, ბეიქერის, კონდიტერის, ვლოგერის და რესტორატორის როლის თამაში;

·         რესტორანში სტრესული გარემოს დროს შექმნილი პრობლემების სწრაფი გადაჭრის მეთოდები და უნარების გამომუშავება;

·         სპეციფიკური წინასწარ განსაზღვრული საქმის შესწავლა;

·         ბრეიმშტორმინგი;

·         გუნდური მუშაობოს უნარ-ჩვევების გამომუშავება;

·         მცირე ჯგუფების შექმნა და დისკუსია;

·         ვირტუალური სამყარო და სიმულაცია;

·         ტექნიკის და ტექნოლოგიების ფლობა;

·         სემინარები;

·         კვლევის უნარები, წერა-კითხვა, IT და ფინანსური კალკულაციების უნარი;

·         ორგანიზაციული უნარები;

·         ვებ-დირექტორიები;

·         მონაცემთა ბაზასა და ელ-ფოსტასთან მუშაობის სტილი;

·         ონლაინ დისკუსია;

·         ვებზე დაფუძნებული სადისკუსიო ფორუმები;

·         საველე სამუშაოები დაკვირვების/მანიპულირების კონტროლი;

·         კვლევის უნარები, წერა-კითხვა;

·         ლაბორატორია;

·         სპეციფიკურ აპარატურაზე მუშაობის უნარი;

·         საშინარო დავალებების შესრულება;

·         ვიბინარი; ვლოგების და ბლოგების შექმნა ყოველდღიურ რეჟიმში; სოციალური და დიჯითალ მარკეტინგი;

·         მოწვეული სპიკერის მოსმენა და ინტერპრეტაცია;

·         შემოქმედებით გუნდი და ხელოვნური ინტელექტი;

·         იმიტირებული რესტორანი, სერვირება და მომსახურება;

·         კერძების შენახვა და უტილიზაცია;

·         სამსახური და ორგანიზაციული უნარები;

 

დროა გემრიელი სწავლით დაატკბო ცხოვრება ...

ტექნიკური შესაძლებლობების, მახასიათებლების სპეციფიკაციებიდან გამომდინარე, სწავლა შეიძლება რამდენიმე მეთოდით განხორციელდეს, მათ შორის ზემოთ მოყვანილი აპრობირებული თემებით, ტექნიკით, მეთოდოლოგიით და პრაქტიკული კურსებით. ჩვენი სკოლის თითოეული საფეხურის სრული კურსი, მოიცავს 12 თვეს და შესაბამისად გადანაწილებულია კრედიტების რაოდენობა. სასწავლო პროგრამა მსოფლიოში წამყვანი კულინარიული სკოლების, უნივერსიტეტების და კოლეჯების გამოცდილი მეთოდით არის შექმნილი. კონდიტერის და მზარეული კურსები საფეხურების მიხედვით არის გაწერილი, ისევე როგორც კონკრეტული მოკლევადიანი მასტრ-კლასები და მაინორ პროგრამები.

ძირითადი კურსების გარდა, სტუდენტებს მაინორ და საზაფხულო სკოლის კურსების გავლა მოუწევთ, სადაც ძირითადად პრაქტიკული (70 %) სამუშაოებს შეასრულებენ და თეორიული (30 %) ცოდნას მიიღებენ.

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას  მზარეულის, კონდიტერის, ბეიქერის, მზარეულ-რექტორატორის, კონდიტერ-რესტორატორის, ბეიქერ-რესტორატორის და კულინარიის ()ლოგერ-რესტორატორის სასერტიფიკატო კურსებზე;

თითოეული სასერტიფიკატო კურსის ხანგრძლივობა:  10 თვე + 2 თვე პრაქტიკა საზაფხულო სკოლასა და მაპროფილებელ დაწესებულებებში:

კურსი ინტენსივობა: კვირაში სამჯერ 3 საათი;  

სწავლის ღირებულება:

ქართულ ენოვანი კურსის ღირებულება 2000 დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტა - ლარში.

უცხოურ ენაზე (ინგლისური, ფრანგული) ენოვანი კურსის ღირებულება 2500 დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტა - ლარში.

სწავლის დასრულებისთანავე გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის სეტიფიკაკატი/დიპლომი;;

1 ჯგუფში ისწავლის 12 სტუდენტი;

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის:

Ø  ქართულ ენოვანი კურსის ღირებულება 1800 დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტა - ლარში.

Ø  უცხოურ ენაზე (ინგლისური, ფრანგული) ენოვანი კურსის ღირებულება 2300 დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტა - ლარში.

Ø  1 ჯგუფში ისწავლის 12 სტუდენტი;

სწავლა დაიწყება  2022 წლის 12 სექტემბერს.

ყურადღება: 10 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით დარეგისტრირებული სტუდენტები, ისარგებლებენ 10 %-იანი შეღავათით.

 

რეგისტრაცია დაიწყება 10 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, მსურველებმა cv და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ  ელექტრონულ ფოსტის შემვეობით, შემდეგ მისამართებზე::

e.nadashvili@arsgusto.ge info@arsgusto.ge

 საქართველოს უნივერსიტეტი“- კულინარიის აკადემიაარს გუსტო“- თბილისის კამპუსის მისამართი: მირიან მეფის . 21;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში  დაგვირეკეთ:

ტელ: (+995) 599 72 25 60

სწავლის ღირებულების პირველი 50 % უნდა ჩაირიცხოს ბანკის ანგარიშზე რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, სწავლის ღირებულების მეორე 50 % უნდა ჩაირიცხოს ბანკის ანგარიშზე, სწავლის 2022 წლის 15 ნოემბრამდე, ( რეკვიზიტები გადმოგეცემათ ადგილზე, ხელშეკრულების გაფორმების დღეს..

 

 

შექმენი შენი ცხოვრების რეცეპტი ...







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia