UG კულინარიის აკადემია „არს გუსტო“ 

 

„საქართველოს უნივერსიტეტის“ კულინარიის აკადემია „არს გუსტო“ 2022 წლის 6 ივნისს დაარსდა. სასწავლებელი საქართველოში პროფესიული კულინარიული განათლების სივრცეა, სადაც პრაქტიკული სწავლება, თეორიული ცოდნა, ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის შესწავლა და საერთაშორისო გამოცდილება ერთიანდება.

სტუდენტებს საკუთარ ცოდნას მაღალი რანგის ქართველი, იტალიელი და ფრანგი ბრენდ-შეფები, რესტორატორები და მკვლევრები უზიარებენ.

გაეცანით აკადემიის გუნდს

აკადემიის პროგრამები მომავალი მზარეულების, შეფ-მზარეულების, კონდიტერების, ხაბაზების, რესტორატორებისა და HoReCa სექტორით დაინტერესებული პირებისთვის გახლავთ განკუთვნილი. ჩვენი სტუდენტები ეუფლებიან: რეცეპტების კალკულაციებს, ინგრედიენტების სწორად შერჩევას, სურსათის უვნებლობას, სამზარეულოს ორგანიზებას, პროდუქტის წარდგენას, HoReCa სექტორის მართვას, HACCP-ის სტანდარტებს, სურსათის უვნებლობას, კულინარიულ მარკეტინგს, ნუტრიციოლოგიის საფუძვლებსა და ფინანსურ წარმოებას; მომავალი შეფები ნანოტექნოლოგიებით აღჭურვილ თანამედროვე გარემოში და მათთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ სივრცეებში პროფესიონალებად ყალიბდებიან და საუკეთესო სასტუმროებსა თუ რესტორნებში საქმდებიან.

მისია

ჩვენი მისიაა, ხელი შევუწყოთ საქართველოში კულინარიული განათლების განვითარებას, პროფესიონალი კადრების მომზადება-გადამზადებას, ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებას.

ხედვა

აკადემიის ხედვა - სწავლების, პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაერთიანებას ეფუძნება.

ჩვენი გუნდის მიზანია სტუდენტებისთვის საბაზო განათლების მყარი საფუძვლის ჩაყრა, ზრდა-განვითარება და კურსდამთავრებულების მსოფლიო გასტრონომიულ ასპარეზზე გაყვანა.

ძირითადი ღირებულებები

  • ხარისხი — მკაფიო სასწავლო მიზნები და მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.
  • პრაქტიკა — პროფესიულ გარემოსთან მიახლოებული სწავლება.
  • სურსათის უვნებლობა — ჰიგიენისა და HACCP-ის პრინციპების დაცვა და პრაქტიკაში აღსრულება.
  • მემკვიდრეობა — ქართული გემოსა და ტრადიციების შესწავლა.
  • საერთაშორისო თანამშრომლობა — პროფესიონალ პარტნიორებთან გამოცდილების გაცვლა.
  • ეთიკა — დისციპლინა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე - arsgusto.ge

 

Ars Gusto
Ars Gusto
Ars Gusto
Ars Gusto
Ars Gusto
Ars Gusto
Ars Gusto
Ars Gusto
Ars Gusto

კონტაქტი

 
ტელეფონი
+995 599 722 560
ელფოსტა
info@arsgusto.ge
მისამართი
მირიან მეფის ქუჩა №21, თბილისი, საქართველო
Google Maps-ზე ნახვა






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი