აკადემიის დაფუძნების დღიდან, „არს გუსტოს“ მმართველი კომპანიის „მედია ჰაუსის“, აკადემიის ხელმძღვანელი პირებისა და ფრანგი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობისა და კვლევების საფუძველზე, უნიკალური პროფესიული საავტორო პროგრამა „სრული კულინარია“ შემუშავდა, რომლის ფარგლებშიც გაერთიანებულია შემდეგი საგნები და კულინარიული მიმართულებები: მსოფლიო კულინარიის ტექნიკა-ტექნოლოგიები, მსოფლიო კულინარიის ისტორია და ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობა, საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეულის ხელოვნება, აზიური, იტალიური და ფრანგული კულინარიის ინჟინერია, რესტორნის მენეჯმენტი და კულინარიული მარკეტინგი. მსურველებს შეუძლიათ, საკუთარი მიზნისა და გამოცდილების შესაბამისად, სწავლების 12-თვიანი, 9-თვიანი, 6-თვიანი ან 3-თვიანი ფორმატი შეარჩიონ.
| ფორმატი | საფეხური | კრედიტი | ქართული სექტორი | უცხოენოვანი სექტორი |
|---|---|---|---|---|
| 1-წლიანი პროფესიული კურსი | 4 | 45/48 | 2 750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში | 3 350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
| 9-თვიანი პროფესიული კურსი | 3 | 34/36 | 2 350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში | 2 850 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
| 6-თვიანი სამოყვარულო კურსი | 2 | 24 | 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში | 2 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
| 3-თვიანი სამოყვარულო კურსი | 1 | 12 | 1 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში | 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში |
საფასური აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში განისაზღვრება და გადახდა ხელშეკრულების გაფორმების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ლარში წარმოებს. კურსების ღირებულების გადანაწილების გრაფიკი და საბოლოო პირობები აბიტურიენტის მიღების პროცესში დაზუსტდება.
პროგრამა აერთიანებს:
არტიზანულ და თანამედროვე პურ-ფუნთუშეულის ტექნიკა-ტექნოლოგიებს; საკონდიტრო ხელოვნების ძირითად მოდულებს, მათ შორის: შოკოლადის ტემპერირებას, კრემების, ბისკვიტების, ტარტების, ფრანგულ ხაზს, მარციპანს, კლასიკას, ილუზიურ და პორციულ დესერტებს. სტუდენტები საფუძვლიანად სწავლობენ: ფხვიერი, მოხარშული, ფენოვანი და საფუარიანი ცომის დამუშავებას, ქართულ გულსართიანებს, ცხობის ხელოვნებას, ტრადიციებს, პროდუქტის პროფესიულ მონტაჟსა და წარდგენას.
აკადემია მოქმედ პროფესიონალებს ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას სთავაზობს. სწავლება მოიცავს ტექნიკა-ტექნოლოგიების დახვეწას, პროდუქტის განვითარებას, თანამედროვე გასტრონომიული მიდგომების გაცნობასა და პრაქტიკულ სამუშაოებს. შესაბამისი საფეხური და ფორმატი მსურველის გამოცდილებისა და სასწავლო მიზნის მიხედვით შეირჩევა.
პროგრამა მოზარდებს კულინარიის საფუძვლებს ასაკის შესაბამისი პრაქტიკული აქტივობებით აცნობს. სწავლებისას ყურადღება ეთმობა: სამზარეულოში უსაფრთხო მუშაობას, გემოსა და პროდუქტის გაცნობას, შემოქმედებით აზროვნებასა და გუნდურ თანამშრომლობას.
პროგრამა მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ 81-ზე მეტ კერძსა და დესერტს აერთიანებს.
პროგრამის შერჩევა თქვენს მიზანზე, გამოცდილებასა და სასურველ სასწავლო ფორმატზეა დამოკიდებული:
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გაეცანით აკადემიის გუნდს და სასწავლო პროგრამებს. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ რეგისტრაციის გვერდს.