Scroll down

explore more

სკოლის სტრუქტურა

ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტი

 

ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტი

მამუკა კოტეტიშვილი

ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ელ-ფოსტა: m.kotetishvili@ug.edu.ge

მამუკა კოტეტიშვილი არის ინფექციური დაავადებების მოლეკულური ეპიდემიოლოგიის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ექსპერტი. 1999-2003 წლებში, მამუკა კოტეტიშვილმა პოსტდოქტორალური განათლება მიიღო მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, ბალტიმორი, აშშ-ი. 2004 წელს ის მუშაობდა ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის ინსტრუქტორად ამავე ფაკულტეტის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დეპარტმანეტში. 2004-2008 წლებში, მან განაგრძო მუშაობა ზემოაღნიშნულ დეპარტამენტში ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის ასისტენტ პროფესორად და როგორც ლექტორი, გახლდათ კურსის “დაავადებების მოლეკულური ეპიდემიოლოგია” დირექტორი და ასწავლიდა კურსს “შტამის მოლეკულური ტიპირება”. 2008-2009 წლებში, ის მუშაობდა აშშ-ს გლობალური ბიოსტანდარტების ცნობილ ორგანიზაციაში “American Type Culture Collections (ATCC)”. 2009-2019 წლებში, მამუკა კოტეტიშვილი, როგორც მიკრობიოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის პროფესორი, ხელმღვანელობდა სხვადასხვა სამაგისტრო და სასწავლო კურსებს ბიომედიცინისა ეკოლოგიის სფეროებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში. 2019-2022 წლებში, ის ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურს, ხოლო 2019-2024 წლებში, გახლდათ გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისაა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და საგარეო ურთიერთობების დარგებში.

მამუკა კოტეტიშვილის საერთაშორისო პუბლიკაციებს მნიშვნელოვანი წვილი აქვს შეტანილი მრავალი სხვადასხვა წყლისმიერი, სურსათისმიერი და ზოონოზური პათოგენების ევოლუციური დივერგენციის, გავრცელების და ანტიმიკრობული რეზისტენტობის მოლეკულურ-გენეტიკური მექანიზმების შესწავლაში.

მისი, როგორც ინფექციური დაავადებების მოლეკულური ეპიდემიოლოგიის ექსპერტის, სარეცენზიო სამუშაო უკავშირდება 20-ზე მეტ ცნობილ დასავლურ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს. ამასთანავე მას, როგორც საერთაშორისო ჟურნალების ბორდის წევრს და აკადემიურ რედაქტორს, მუშაობის მრავალწლიანი ფართო გამოცდილება აქვს ისეთ ცნობილ ჟურნალებში, როგორებიცაა “Journal of Clinical Microbiology” (გამომცემელი: ASM) აშშ, “Journal of BMC Microbiology” (გამომცემელი: Springer Nature) დიდი ბრიტანეთი, “Journal of AIDS Research and Treatment” (Wiley) აშშ, და “Journal of EMI: animal and Environment” (გამომცემელი: Taylor and Francis) დიდი ბრიტანეთი.

მამუკა კოტეტიშვილის პროფესიული ისტორია ასევე ირეკლავს სხვადასხვა სამეცნიერო კომისიების წევრობას დასავლეთის წამყვან აკადემიურ და სხვა ინსტიტუციებში. კერძოდ, 2004-2009 წლებში, ის გახლდათ მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დეპარტამენტის და ATCC-ის სამეცნიერო კომისიების წევრი. 2024 წლიდან ის გახლავთ ევროპის ერთიანი ჯანმრთელობის ასოციაციის (საფრანგეთი) სამეცნიერო კომისიის წევრი და ამ ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრი. 

 

 







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia