ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტი
ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტი
![]() |
მამუკა კოტეტიშვილი ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელ-ფოსტა: m.kotetishvili@ug.edu.ge მამუკა კოტეტიშვილი არის ინფექციური დაავადებების მოლეკულური ეპიდემიოლოგიის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ექსპერტი. 1999-2003 წლებში, მამუკა კოტეტიშვილმა პოსტდოქტორალური განათლება მიიღო მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, ბალტიმორი, აშშ-ი. 2004 წელს ის მუშაობდა ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის ინსტრუქტორად ამავე ფაკულტეტის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დეპარტმანეტში. 2004-2008 წლებში, მან განაგრძო მუშაობა ზემოაღნიშნულ დეპარტამენტში ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის ასისტენტ პროფესორად და როგორც ლექტორი, გახლდათ კურსის “დაავადებების მოლეკულური ეპიდემიოლოგია” დირექტორი და ასწავლიდა კურსს “შტამის მოლეკულური ტიპირება”. 2008-2009 წლებში, ის მუშაობდა აშშ-ს გლობალური ბიოსტანდარტების ცნობილ ორგანიზაციაში “American Type Culture Collections (ATCC)”. 2009-2019 წლებში, მამუკა კოტეტიშვილი, როგორც მიკრობიოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის პროფესორი, ხელმღვანელობდა სხვადასხვა სამაგისტრო და სასწავლო კურსებს ბიომედიცინისა ეკოლოგიის სფეროებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში. 2019-2022 წლებში, ის ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურს, ხოლო 2019-2024 წლებში, გახლდათ გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისაა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და საგარეო ურთიერთობების დარგებში. მამუკა კოტეტიშვილის საერთაშორისო პუბლიკაციებს მნიშვნელოვანი წვილი აქვს შეტანილი მრავალი სხვადასხვა წყლისმიერი, სურსათისმიერი და ზოონოზური პათოგენების ევოლუციური დივერგენციის, გავრცელების და ანტიმიკრობული რეზისტენტობის მოლეკულურ-გენეტიკური მექანიზმების შესწავლაში. მისი, როგორც ინფექციური დაავადებების მოლეკულური ეპიდემიოლოგიის ექსპერტის, სარეცენზიო სამუშაო უკავშირდება 20-ზე მეტ ცნობილ დასავლურ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს. ამასთანავე მას, როგორც საერთაშორისო ჟურნალების ბორდის წევრს და აკადემიურ რედაქტორს, მუშაობის მრავალწლიანი ფართო გამოცდილება აქვს ისეთ ცნობილ ჟურნალებში, როგორებიცაა “Journal of Clinical Microbiology” (გამომცემელი: ASM) აშშ, “Journal of BMC Microbiology” (გამომცემელი: Springer Nature) დიდი ბრიტანეთი, “Journal of AIDS Research and Treatment” (Wiley) აშშ, და “Journal of EMI: animal and Environment” (გამომცემელი: Taylor and Francis) დიდი ბრიტანეთი. მამუკა კოტეტიშვილის პროფესიული ისტორია ასევე ირეკლავს სხვადასხვა სამეცნიერო კომისიების წევრობას დასავლეთის წამყვან აკადემიურ და სხვა ინსტიტუციებში. კერძოდ, 2004-2009 წლებში, ის გახლდათ მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დეპარტამენტის და ATCC-ის სამეცნიერო კომისიების წევრი. 2024 წლიდან ის გახლავთ ევროპის ერთიანი ჯანმრთელობის ასოციაციის (საფრანგეთი) სამეცნიერო კომისიის წევრი და ამ ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრი.
|
ეჯის ფუნქციური გენომიქსის და პროტეომიქსის IN SILICO ლაბორატორია
|
საბა კობახიძე ლაბორატორიის უფროსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი ელ-ფოსტა: saba.kobakhidze@ug.edu.ge საბა კობახიძე არის გარემოს მედიცინის მაგისტრი, რომელიც სპეციალიზებულია მიკრობიოლოგიის, სურსათის უვნებლობისა და მოლეკულური გენეტიკის მიმართულებით. მან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრის ხარისხი 2016 წელს მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ხოლო 2019 წელს იმავე უნივერსიტეტში დაამთავრა მაგისტრატურა ეპიდემიოლოგიისა და გარემოს მედიცინაში. ამჟამად ის არის დოქტორანტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, სადაც მისი კვლევა ფოკუსირებულია Listeria-ს გვარში ადამიანისთვის პათოგენურ და არაპათოგენურ სახეობების გენომების გასწვრივ სინონიმური კოდონების გამოყენების ცვალებადობის განმაპირობებელ მოლეკულურ-გენეტიკურ მექანიზმებზე. საბა კობახიძეს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სურსათის უვნებლობისა და რისკის შეფასების მიმართულებით. 2013-2016 წლებში ის მუშაობდა გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც მისი საქმიანობა მოიცავდა რისკის შეფასებასა და პროექტების მართვას. 2015-2016 წლებში ის იყო ინსპექტორი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების დეპარტამენტში. 2016-2020 წლებში მუშაობდა სურსათის ეროვნულ სააგენტოში, თავდაპირველად ინსპექტორის, შემდეგ კი უფროსი ინსპექტორის პოზიციაზე, სადაც ახორციელებდა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს. 2020-2022 წლებში მუშაობდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტად სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, სადაც მისი საქმიანობა მოიცავდა სურსათის უვნებლობის რისკის შეფასებას. 2022-2024 წლებში ის იყო კომპლექსური მომსახურების დეპარტამენტის სპეციალისტი გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მისი, როგორც ახალგაზრდა მეცნიერის სამეცნიერო საქმიანობა უკვე ირეკლავს საერთაშორისოდ აღიარებულ არაერთ სამეცნიერო პუბლიკაციას ისეთ ცნობილი აკადემიური გამოცემის ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა Journal of BMC Microbiology (Springer Nature), Journal of Global Antimicrobial Resistance (Elsevier), Journal of Archives of Virology (Springer nature), Journal of Food and Environmental Virology (Springer nature), Journal of Microbial Ecology (Springer nature), და Journal of Marine Genomics (Elsevier). საბა კობახიძის სამეცნიერო კვლევებს, ასახულს ამ პუბლიკაციებში, მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით ანტიმიკრობული რეზისტენტობის აღმოცენების და გავრცელების ახალი მოლეკულურ-გენეტიკური მექანიზმების, ფაგების და ზოგიერთი სხვა ვირუსების დივერგენციის და მათი მასპინძლთან ურთიერთქმედების ევოლუციური მექანიზმების შესწავლაზე. 2024 წლიდან საბა კობახიძე არის ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის მკვლევარი, 2025-ში ფუნქციური გენომიქსისა და პროტეომიქსის in silico ლაბორატორიის უფროსი.
|