Scroll down

explore more

Exchange Programs & Scholarships
Exchange Programs
ვიძემეს უნივერსიტეტი - ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამა ლატვიაში
12 March 2026

პროგრამის აღწერა

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას Erasmus+ Key Action 171 გაცვლით პროგრამაზე ვიძემეს უნივერსიტეტში, ლატვიაში.

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი -  https://va.lv/en

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ვიძემეს უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2026-2027 აკადემიური წელი)

 

პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებული იქნება სამგზავრო ხარჯები და ყოველთვიური სტიპენდია.

 

*აპლიკაცის შემოტანა არ შეუძლიათ:

 

·        საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტებს;

·        იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2026-2027 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს;

·        სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.

 

სასწავლო შემოთავაზება

ვიძემეს უნვიერსიტეტის მიერ 2026-2027 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ - https://va.lv/en/studies/exchange-opportunities

 

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.

 

 

საცხოვრებელი

ვიძემეს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის საერთო სტუდენტური საცხოვრებლებით: https://va.lv/en/studies/student-life/student-accomodation

 

სტუდენტებს ასევე აქვთ უფლება და შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეარჩიონ მათთვის სასურველი საცხოვრებლის სხვა ფორმა

 

სწავლების ენა

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ვიძემეს უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულო არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტს საქართველოს უნვიერსიტეტში დასრულებული აქვს ინგლისური ენის B2/2 დონე აპლიკაციის შემოტანის მომენტში.

 

თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე.

 

ტესტირება ინგლისური ენის B2 დონისთვის ჩატარდება უახლოეს მომავალში, შეტყობინებას ამასთან დაკავშირებით მიიღებთ MY UG მესიჯების საშუალებით.

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

·        აპლიკაციის ფორმა - https://bit.ly/3Aa7K7w

·        სამოტივაციო წერილი

·        CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv)

·        მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს)

·        ინგლისური ან იტალიური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო)

·        პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

 

აპლიკაციების მიღების ვადა

აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსებაhttps://forms.gle/4AY12qCjBoPYqK9f8

 

სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 29 აპრილის ჩათვლით.

 

საკონტაქტო პირი

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

მარიამ რევაზიშვილი

m.revazishvili@ug.edu.ge

+995 598121513

 

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia