Scroll down

explore more

Exchange Programs & Scholarships

Exchange Programs

ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამა სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის გერმანიაში
24 February 2021

აღწერა

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ბუცერიუსის უნივერსიტეტში, ჰამბურგში, გერმანიაში.

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები:

          ·         სტუდენტი უნდა სწავლობდეს სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე

          ·         სტუდენტი აპლიკაციის შემოტანის მომენტში უნდა იმყოფებოდეს სწავლების მეორე ან მესამე წელზე.

          ·         სტუდენტის აკადემიური მოსწრება უნდა იყოს მაღალი (GPA 3 ან მეტი)

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.law-school.de/international/

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ბუცერიუსის უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2021-2022 აკადემიური წელი)

 

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.

 

გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს :

           ·         მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს

           ·         საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს

 

სემესტრული დაახლოებითი ხარჯების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.law-school.de/international/education/exchange-program/finances

 

მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.

 

შემოდგომის სემესტრი ბუცერიუსის უნივერსიტეტში გრძელდება 02.09.2021-17.12.2021 პერიოდში.

დეტალური აკადემიური კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.law-school.de/fileadmin/content/law-school.de/de/units/abt_int-office/pdf/ip_academic-calendar.pdf   

 

სასწავლო შემოთავაზება

 

ბუცერიუსის უნვიერსიტეტის მიერ შეთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ: https://www.law-school.de/fileadmin/content/law-school.de/de/units/abt_int-office/pdf/ip_course-list.pdf

 

მინიმალური კრედიტების რაოდენობა სემესტრში შეადგენს 16 ECTS.

ამის გარდა, ბუცერიუსის უნივერსიტეტის ყველა გაცვლითი სტუდენტისთვის სავალდებულოა „გერმანული სამართლის შესავალის“ კურსის გავლა.

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.

 

საცხოვრებელი

 

ბუცერიუსის  უნივერსიტეტი ეხმარება სტუდენტებს ჰამბურგში არსებული სტუდენტური საცხოვრებლების ან სხვა ტიპის საცხოვრებლების მოპოვებაში.

 

 

სწავლების ენა

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ბუცერიუსის უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.

 

საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატებიდან მიიღება შემდეგი სერტიფიკატები:

TOEFL – 90 ქულა ან მეტი

IELTS – 7 ან მეტი

CAE – B ან უფრო მაღალი შეფასებით

CPE – C ან უფრო მაღალი შეფასებით

 

სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება, რომელიც არ უნდა იყოს 75-ზე ნაკლები.

 

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ფლობს გერმანულ ენას და აქვს სურვილი, ისწავლოს გარკვეული საგნები გერმანულ ენაზე, აუცილებელია საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენა გერმანულ ენაზეც. ასეთ შემთხვევაში, აპლიკაციის შემოტანის მომენტში სტუდენტმა ასევე უნდა უზრუნველყოს საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმირება გერმანულად სწავლის სურვილის თაობაზე.

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

           ·         სამოტივაციო წერილი

           ·         CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/eportfolio/screen/cv-editor?lang=en)

           ·         მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ სამართლის სკოლის ასისტენტს)

           ·         ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო)

          ·         პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

 

აპლიკაციების მიღების ვადა

 

სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 21 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:  exchange@ug.edu.ge

გთხოვთ, მეილის Subject-ში მიუთითოთ: „Bucerius Exchange Program”

ყველა მოთხოვნილი საბუთი დართული უნდა იყოს ერთ მეილში.

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ნუცა ვეფხვაძე

n.vepkhvadze@ug.edu.ge

+995 557747097

 

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia