Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


22 February 2016
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა ერთერთია, რომელმაც საქართველოში მაღალი ხარისხის საზოგადოებირივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის განვითარების მიზნით მოიპოვა ნორვეგიის გრანტი: 6 000 000 ნორვეგიული კრონი.

პროქტი მოიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის შემუშავებას, ახალი კურსების დანერგვას როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო დონეზე, სტუდენტების მიერ წარმოებული კვლევების ერთობლივ ხელმძღვანელობას და სტუდენტებისა და უნივერსიტეტის პერსონალის გაცვლას ნორვეგიასა და საქართველოს შორის.

პროექტი ფოკუსირებული იქნება რეგისტრებისა და მოსახლეობის კვლევის ეპიდემიოლოგიაზე და ის ჩაანაცვლებს უკვე არსებულ საზოგადოებირივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამას პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებში.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში  მომზადდება ორი დოქტორანტი, რომლებსაც ექნებათ რეგისტრებზე დაფუძნებული კვლევების წარმოების გამოცდილება. მათთვის დოქტორის ხარისხის მინიჭება მოხდება როგორც ნორვეგის, ასევე საქართველოს უნვიერსიტეტების მიერ.

პროგრამის ფარგლებში ასევე მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, იუნისეფი საქართველოს წარმოადგენლობა და სითი საქართველო. ნორვეგიის მხარეს წარმოადგენს არქტიკული უნივერსიტეტი (UiT), ტრომსო.






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia