სიახლეები
პროქტი მოიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის შემუშავებას, ახალი კურსების დანერგვას როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო დონეზე, სტუდენტების მიერ წარმოებული კვლევების ერთობლივ ხელმძღვანელობას და სტუდენტებისა და უნივერსიტეტის პერსონალის გაცვლას ნორვეგიასა და საქართველოს შორის.
პროექტი ფოკუსირებული იქნება რეგისტრებისა და მოსახლეობის კვლევის ეპიდემიოლოგიაზე და ის ჩაანაცვლებს უკვე არსებულ საზოგადოებირივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამას პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებში.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მომზადდება ორი დოქტორანტი, რომლებსაც ექნებათ რეგისტრებზე დაფუძნებული კვლევების წარმოების გამოცდილება. მათთვის დოქტორის ხარისხის მინიჭება მოხდება როგორც ნორვეგის, ასევე საქართველოს უნვიერსიტეტების მიერ.
პროგრამის ფარგლებში ასევე მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, იუნისეფი საქართველოს წარმოადგენლობა და სითი საქართველო. ნორვეგიის მხარეს წარმოადგენს არქტიკული უნივერსიტეტი (UiT), ტრომსო.