Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


19 January 2023
შესარჩევი კონკურსი სტუდენტებისთვის სისხლის სამართლის და ადამიანის უფლებების გაზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად

გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი სტუდენტებისთვის სისხლის სამართლის და ადამიანის უფლებების გაზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად

პროექტი ტარდება ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და საქართველოს უნივერსიტეტის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, 3-5 მარტს, თელავში, სასტუმრო ზუზუმბოში

სკოლის ხელმძღვანელი: პროფ. დოქტ. ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (Munich).

სკოლის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ ქართველი და გერმანელი ექსპერტები.

სამუშაო ენა: გერმანულ-ქართული, თანმიმდევრული თარგმანი

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის მიმართულების სტუდენტებს (ბაკალავრიატი: მინიმუმ ოთხ სემესტრ გავლილი, მაგისტრატურა: ნებისმიერი სემესტრი).

მონაწილეობა უფასოა და ყველა ხარჯი, მათ შორის, მგზავრობა ფინანსდება ფონდის მიერ

ონკურსში მონაწილეობის მისაღებად გამოაგზავნეთ დოკუმენტაცია ელ-ფოსტაზე: institute.criminallaw@gmail.com

  • CV ფოტოსურათით (ქართულად ან ინგლისურად, PDF ფორმატში);
  • განვლილი სემესტრების ნიშნების ფურცელი (შესაძლებელია ელ. ბაზიდან ამონაწერის დასკანერებული ვერსია ან სურათიც);
  • სამოტივაციო წერილი, (ქართულად ან ინგლისურად, PDF ფორმატში).

საჭიროების შემთხვევაში, კონკურსანტებისთვის დამატებით დაინიშნება გასაუბრება. სხვა შემთხვევაში შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

საბუთები უნდა გამოიგზავნოს 2023 წლის 4 თებერვლის ჩათვლით.

სათაურის ველში მიუთითეთ "გაზაფხულის სკოლა 2023"

თანაბარი საკონკურსო მონაცემების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტებს, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ მონაწილეობა ჩვენი ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ მსგავს პროექტში.






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia