სიახლეები
გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი სტუდენტებისთვის სისხლის სამართლის და ადამიანის უფლებების გაზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად
პროექტი ტარდება ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და საქართველოს უნივერსიტეტის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, 3-5 მარტს, თელავში, სასტუმრო ზუზუმბოში
სკოლის ხელმძღვანელი: პროფ. დოქტ. ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (Munich).
სკოლის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ ქართველი და გერმანელი ექსპერტები.
სამუშაო ენა: გერმანულ-ქართული, თანმიმდევრული თარგმანი
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის მიმართულების სტუდენტებს (ბაკალავრიატი: მინიმუმ ოთხ სემესტრ გავლილი, მაგისტრატურა: ნებისმიერი სემესტრი).
მონაწილეობა უფასოა და ყველა ხარჯი, მათ შორის, მგზავრობა ფინანსდება ფონდის მიერ
ონკურსში მონაწილეობის მისაღებად გამოაგზავნეთ დოკუმენტაცია ელ-ფოსტაზე: institute.criminallaw@gmail.com
საჭიროების შემთხვევაში, კონკურსანტებისთვის დამატებით დაინიშნება გასაუბრება. სხვა შემთხვევაში შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
საბუთები უნდა გამოიგზავნოს 2023 წლის 4 თებერვლის ჩათვლით.
სათაურის ველში მიუთითეთ "გაზაფხულის სკოლა 2023"
თანაბარი საკონკურსო მონაცემების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტებს, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ მონაწილეობა ჩვენი ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ მსგავს პროექტში.