Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


23 February 2020
უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი ისევ საუკეთესო 16-ეულში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კომერციული მედიაციის კონკურსზე - ICC International Commercial Mediation Competition, Paris, 2020

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი ისევ ერთადერთი გუნდია საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ კომერციული მედიაციის საერთაშორისო კონკურსში 66 მონაწილე გუნდიდან მერვედფინალში გადავიდა. ზედიზედ, მეორედ, საუკეთესო გუნდებში მოხვედრა, ნამდვილად გვაძლევს სიამაყის საფუძველს. აღსანიშნავია, რომ წელს ამ ეტაპზე კიდევ უფრო გაუმჯობესებული შედეგი დავდეთ.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ კომერციული მედიაციის საერთაშორისო კონკურსი - ICC International Commercial Mediation Competition, Paris, 2020 - ყოველწლიურად საფრანგეთში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (International Chamber of Commerce) ორგანიზებით იმართება და მასში კონკურსის წესით შერჩეული საუკეთესო 66 სამართლის სკოლა იღებს მონაწილეობას.

განსაკუთრებით გვეამაყება ის ფაქტი, რომ ამ შედეგით საქართველოს უნივერსიტეტი მედიაციის მსოფლიო რუკაზე მოინიშნა, როგორც ამ სფეროში სტაბილურად წარმატებული გუნდის წარმდგენი.

გვინდა გამოგიტყდეთ, რომ ამის მიღწევას ბევრი შრომა და სხვადასხვა გამოწვევის გადალახვა ახლავს თან, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ #UGLS-ის გუნდის წევრები:

ენრი აბულაძე ; მარი შარაძე; მარიამ ფირცხალაიშვილი; დანაე ჯაფარიძ; ნატა სტურუა (მწვრთნელი) და ანა ხურციძე (მწვრთნელი).

 






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia