სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი ისევ ერთადერთი გუნდია საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ კომერციული მედიაციის საერთაშორისო კონკურსში 66 მონაწილე გუნდიდან მერვედფინალში გადავიდა. ზედიზედ, მეორედ, საუკეთესო გუნდებში მოხვედრა, ნამდვილად გვაძლევს სიამაყის საფუძველს. აღსანიშნავია, რომ წელს ამ ეტაპზე კიდევ უფრო გაუმჯობესებული შედეგი დავდეთ.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ კომერციული მედიაციის საერთაშორისო კონკურსი - ICC International Commercial Mediation Competition, Paris, 2020 - ყოველწლიურად საფრანგეთში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (International Chamber of Commerce) ორგანიზებით იმართება და მასში კონკურსის წესით შერჩეული საუკეთესო 66 სამართლის სკოლა იღებს მონაწილეობას.
განსაკუთრებით გვეამაყება ის ფაქტი, რომ ამ შედეგით საქართველოს უნივერსიტეტი მედიაციის მსოფლიო რუკაზე მოინიშნა, როგორც ამ სფეროში სტაბილურად წარმატებული გუნდის წარმდგენი.
გვინდა გამოგიტყდეთ, რომ ამის მიღწევას ბევრი შრომა და სხვადასხვა გამოწვევის გადალახვა ახლავს თან, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ #UGLS-ის გუნდის წევრები:
ენრი აბულაძე ; მარი შარაძე; მარიამ ფირცხალაიშვილი; დანაე ჯაფარიძ; ნატა სტურუა (მწვრთნელი) და ანა ხურციძე (მწვრთნელი).