Scroll down

explore more

vacancy

ანალიზისა და დაგეგმარების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

8 May 2026
თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმარების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
ორგანიზაცია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:
1. თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას;
2. მოტივაციის სისტემებს;
3. განვითარების საშუალებას;
4. კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას;
5. კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში.
სრული ინფორმაციისათვის იხილეთ: www.economy.ge
კატეგორია
ენერგეტიკა
განცხადების ბოლო ვადა
11.05.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე
ფუნქციები
- უზრუნველყოფს ენერგეტიკის სფეროს მდგრადი განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიის, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების/გეგმების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით ინფორმაციის მოძიებას, შეგროვებას და ანალიზს;
- მონაწილეობს ენერგეტიკის სფეროში გეგმებისა და პროგრამების შესრულების მონიტორინგის მიზნით შესაბამისი ინფორმაციის შეგროვების, შედეგების ანალიზისა და შესაბამისი ანგარიშების მომზადების პროცესში;
- მონაწილეობს დარგში არსებული მდგომარეობის ანალიზის და სექტორის ეფექტური ფუნქციონირების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაში;
- მონაწილეობს ენერგეტიკული ბალანსების ანალიზსა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში;
- მონაწილეობს ენერგეტიკის სფეროში სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებაში, შეგროვებასა და დამუშავებაში;
- ამზადებს სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნი კორესპონდენციის პროექტებს;
- ასრულებს სამინისტროს დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და ხელმძღვანელობის დავალებებს.

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
  • ​​​​​​„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“  საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 24 ივნისის N3758-II-ს დადგენილება;
  •  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის N70 დადგენილება.
დამატებითი ინფორმაცია
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:
- სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
- სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

შეფასების ეტაპზე:
- კანდიდატის შეფასება მოხდება ზეპირი დავალებით და გასაუბრებით;
- საკონკურსო თემატიკის შესაბამისად შემოწმდება თემატიკის შესაბამისი ცოდნა და ანალიზის უნარი;
კანდიდატის შეფასების მაქსიმალურ ქულად განისაზღვრება 40; ზეპირი დავალების შეფასების მაქსიმალური ქულა - 20, გასაუბრების მაქსიმალური ქულა - 20.
კანდიდატის გამოძახება გასაუბრებაზე არ მოხდება იმ შემთხვევაში თუ:
*კანდიდატი არ გამოცხადდება ზეპირ დავალებაზე.
*კანდიდატის ზეპირი დავალება შეფასდება 12 - ზე ნაკლები ქულით.
თანამდებობაზე არ დაინიშნება კანდიდატი, რომელიც გასაუბრებაზე დააგროვებს 15 ქულაზე ნაკლებს.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 12 თვიანი გამოსაცდელი ვადა გამოიყენება მხოლოდ პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის არმქონე პირთათვის.

რეზიუმეს გასაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/99031?active=1


SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia