ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ: 1. თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას; 2. მოტივაციის სისტემებს; 3. განვითარების საშუალებას; 4. კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას; 5. კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში. სრული ინფორმაციისათვის იხილეთ: www.economy.ge
- უზრუნველყოფს ენერგეტიკის სფეროს მდგრადი განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიის, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების/გეგმების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით ინფორმაციის მოძიებას, შეგროვებას და ანალიზს; - მონაწილეობს ენერგეტიკის სფეროში გეგმებისა და პროგრამების შესრულების მონიტორინგის მიზნით შესაბამისი ინფორმაციის შეგროვების, შედეგების ანალიზისა და შესაბამისი ანგარიშების მომზადების პროცესში; - მონაწილეობს დარგში არსებული მდგომარეობის ანალიზის და სექტორის ეფექტური ფუნქციონირების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაში; - მონაწილეობს ენერგეტიკული ბალანსების ანალიზსა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში; - მონაწილეობს ენერგეტიკის სფეროში სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებაში, შეგროვებასა და დამუშავებაში; - ამზადებს სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნი კორესპონდენციის პროექტებს; - ასრულებს სამინისტროს დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და ხელმძღვანელობის დავალებებს.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია: - სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად; - სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; შეფასების ეტაპზე: - კანდიდატის შეფასება მოხდება ზეპირი დავალებით და გასაუბრებით; - საკონკურსო თემატიკის შესაბამისად შემოწმდება თემატიკის შესაბამისი ცოდნა და ანალიზის უნარი; კანდიდატის შეფასების მაქსიმალურ ქულად განისაზღვრება 40; ზეპირი დავალების შეფასების მაქსიმალური ქულა - 20, გასაუბრების მაქსიმალური ქულა - 20. კანდიდატის გამოძახება გასაუბრებაზე არ მოხდება იმ შემთხვევაში თუ: *კანდიდატი არ გამოცხადდება ზეპირ დავალებაზე. *კანდიდატის ზეპირი დავალება შეფასდება 12 - ზე ნაკლები ქულით. თანამდებობაზე არ დაინიშნება კანდიდატი, რომელიც გასაუბრებაზე დააგროვებს 15 ქულაზე ნაკლებს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 12 თვიანი გამოსაცდელი ვადა გამოიყენება მხოლოდ პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის არმქონე პირთათვის.
რეზიუმეს გასაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/99031?active=1