ინგლისური ენის სკოლა Studio Lingo-ში გამოცხადდა ინგლისურის მასწავლებლის აქტიური ვაკანსია.
ძირითადი მოვალეობებია:
- ონლაინ და ცოცხალი გაკვეთილების ჩატარება მოსწავლეებთან 17 წელს ზემოთ (1 გაკვეთილი 1 სთ 30 წთ)
- გუნდის წევრებთან დროული კომუნიკაცია (მაგ: მოსწავლის გაცდენის თარიღების ადმინისტრატორისთვის მიწოდება) და იშვიათად რეპორტების წერა.
- პერიოდულად გუნდთან ერთად ონლაინ და ცოცხალ შეკრებებზე დასწრება.
- პერიოდულად YouTube-ის ან/და მოკლე ვიდეო გადაღებებში მონაწილეობა - დაახლოებით 2 თვეში ერთხელ
თქვენგან ვითხოვთ, რომ:
- იყოთ მინიმუმ 22 წლის.
- ინგლისურს ფლობდეთ C1 დონეზე და ქართული იყოს მშობლიური ენა
- ფლობდეთ ახსნისა და გადმოცემის უნარს
- იყოთ ენერგიული, ორგანიზებული, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი ჩვენი გუნდის მიმართ (რაც ჩვენი გუნდის წევრისთვის აუცილებელია)
- გიყვარდეთ ინგლისურის სწავლება და პროფესიულად საკუთარ მომავალს ამ საქმიანობას უკავშირებდეთ (უპირატესობას მივანიჭებთ ამ პროფესიის კანდიდატებს)
- გქონდეთ ონლაინ ან ცოცხალი სწავლების გამოცდილება და იყოთ ტექნიკასთან მეგობრული
- გიყვარდეთ კამერის ობიექტივში გამოჩენა
- ჩვენთან მუშაობის პერიოდში ასწავლოთ მხოლოდ ჩვენს მოსწავლეებს
ჩვენი გუნდი გთავაზობთ:
- ამ პროფესიაში განვითარების დიიიდ პერსპექტივას
- გამზადებულ სასწავლო ელექტრონულ მასალებს
- ცოცხალ შეკრებებზე გასართობ აქტივობებს (ჩვენი გართობები: იხილეთ აქ)
- საინტერესო სიახლეებს
- წამახალისებელ საჩუქრებს, რომლებსაც ჩვენი გუნდის ერთგულ წევრებს ტრადიციულად ვჩუქნით
სამუშაოს ტიპი - ჰიბრიდული (გაკვეთილების ჩატარება ონლაინ ან ცოცხლად), ცოცხალი შეკრებები (გადაღებები და გასართობი შეხვედრები)
სამუშაოს გრაფიკი: სრული განაკვეთი: კვირაში 40 საათი. აქედან მინიმუმ 22 საათი უნდა იყოს საღამოს საათები 19:00 - 22:30. დანარჩენს თავად გვითანხმებთ
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე, ჩვენს სკოლაში მოქმედებს ჯუნიორ, მიდლის და სენიორ მასწავლებლების სისტემა კანდიდატების გამოცდილების მიხედვით.
რეზიუმის გასაგზავნად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: