ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

ინგლისურის მასწავლებლი- Studio Lingo

19 June 2026
ინგლისური ენის სკოლა Studio Lingo-ში გამოცხადდა  ინგლისურის მასწავლებლის აქტიური ვაკანსია.
 
ძირითადი მოვალეობებია:
  • ონლაინ და ცოცხალი გაკვეთილების ჩატარება მოსწავლეებთან 17 წელს ზემოთ (1 გაკვეთილი 1 სთ 30 წთ)
  • გუნდის წევრებთან დროული კომუნიკაცია (მაგ: მოსწავლის გაცდენის თარიღების ადმინისტრატორისთვის მიწოდება) და იშვიათად რეპორტების წერა.
  • პერიოდულად გუნდთან ერთად ონლაინ და ცოცხალ შეკრებებზე დასწრება.
  • პერიოდულად YouTube-ის ან/და მოკლე ვიდეო გადაღებებში მონაწილეობა - დაახლოებით 2 თვეში ერთხელ
თქვენგან ვითხოვთ, რომ:
  • იყოთ მინიმუმ 22 წლის.
  • ინგლისურს ფლობდეთ C1 დონეზე და ქართული იყოს მშობლიური ენა
  • ფლობდეთ ახსნისა და გადმოცემის უნარს
  • იყოთ ენერგიული, ორგანიზებული, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი ჩვენი გუნდის მიმართ (რაც ჩვენი გუნდის წევრისთვის აუცილებელია)
  • გიყვარდეთ ინგლისურის სწავლება და პროფესიულად საკუთარ მომავალს ამ საქმიანობას უკავშირებდეთ (უპირატესობას მივანიჭებთ ამ პროფესიის კანდიდატებს)
  • გქონდეთ ონლაინ ან ცოცხალი სწავლების გამოცდილება და იყოთ ტექნიკასთან მეგობრული
  • გიყვარდეთ კამერის ობიექტივში გამოჩენა
  • ჩვენთან მუშაობის პერიოდში ასწავლოთ მხოლოდ ჩვენს მოსწავლეებს
ჩვენი გუნდი გთავაზობთ:
  • ამ პროფესიაში განვითარების დიიიდ პერსპექტივას
  • გამზადებულ სასწავლო ელექტრონულ მასალებს
  • ცოცხალ შეკრებებზე გასართობ აქტივობებს (ჩვენი გართობები: იხილეთ აქ)
  • საინტერესო სიახლეებს
  • წამახალისებელ საჩუქრებს, რომლებსაც ჩვენი გუნდის ერთგულ წევრებს ტრადიციულად ვჩუქნით
სამუშაოს ტიპი - ჰიბრიდული (გაკვეთილების ჩატარება ონლაინ ან ცოცხლად), ცოცხალი შეკრებები (გადაღებები და გასართობი შეხვედრები)
სამუშაოს გრაფიკი: სრული განაკვეთი: კვირაში 40 საათი. აქედან მინიმუმ 22 საათი უნდა იყოს საღამოს საათები 19:00 - 22:30. დანარჩენს თავად გვითანხმებთ
 
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე, ჩვენს სკოლაში მოქმედებს ჯუნიორ, მიდლის და სენიორ მასწავლებლების სისტემა კანდიდატების გამოცდილების მიხედვით.
 
კანდიდატებს, რომლებსაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება ან შერჩევის მინიმალურ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ, თუმცა აქვთ ამ სფეროში განვითარების პოტენციალი, Studio Lingo სთავაზობს უფასო გადასამზადებელ კურსებს მასწავლებლების აკადემიაში. წარმატებული კურსდამთავრებულები კი დასაქმდებიან ჩვენს სკოლაში ჯუნიორ მასწავლებლებად. სტაჟირების შესახებ დამატებით დეტალებს გაეცნობით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSchGvjGVNHpflMUJvFzg5nc0hLY3nL5J7AvCI1EqWmZj22yVw/viewform 
 
რეზიუმის გასაგზავნად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: 
 
 
 
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი