სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ლაბორატორიების სპეციალისტის პოზიციაზე.
-
ქუთაისის ტექნოპარკის ლაბორატორიების (რობოტიკის და ავტომატიზაციის R&D ლაბორატორია; VR სტუდია; დრონების ლაბორატორია; ელექტრონიკის და IoT ლაბორატორია; AI მოწყობილობების ლაბორატორია; STEAM ლაბორატორია და ფაბლაბი) ეფექტიანი საქმიანობის საჭირო აქტივობების განხორციელება;
-
ინოვაციური და ტექნოლოგიური hardware სტარტაპების, მეწარმეების და მომხმარებლების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროგრამებისა და სერვისების განვითარების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;
-
ICT, STEAM, ინჟინერიის, რობოტიკის, AI და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებებით (სასწავლო, საკონკურსო, ინოვაციური, კვლევითი, პროტოტიპირების) პროექტებისა და ღონისძიებების (ტრენინგები, ჰაკათონები, ვორქშოფები და სხვა) ინიცირება, შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და განხორციელება;
-
არდუინოს და ელექტრონიკისა საბაზისო დონეზე შესწავლა და ამ ცოდნის გამოყენება ბენეფიციარების დახმარებისთვის;
-
კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობის მართვა და მონიტორინგი;
-
ფაბლაბის მომხმარებლებისთვის ტექნიკური დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა პროტოტიპირების და ლაბორატორიებში არსებული მოწყობილობების გამოყენების პროცესში;
-
ლაბორატორიების ტექნიკური ინფრასტრუქტურის, დანადგარების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
-
ლაბორატორიების უსაფრთხო, ორგანიზებული და ეფექტიანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
-
ფაბლაბის ლოგისტიკის, ინვენტარისა და მასალების მართვა, აღრიცხვა და მარაგების დროული შევსების უზრუნველყოფა სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;
-
ლაბორატორიების სერვისების განვითარების, სტანდარტიზაციისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობების ინიცირება;
-
ლაბორატორიების სერვისების ცნობადობის ამაღლების მიზნით შეხვედრებისა და პრეზენტაციების გამართვა, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
-
ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან (საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო სექტორი, ტექნოლოგიური კომპანიები) თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების ინიცირება;
-
ლაბორატორიების გამოყენების, სერვისებისა და პროექტების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
-
ტექნოპარკის სხვა ერთეულებთან და დეპარტამენტებთან კოორდინაცია საერთო პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
-
საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტები რეგიონულ ტექნოპარკებში;
-
სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.