ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

ლაბორატორიების სპეციალისტი-სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო"

16 June 2026
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ლაბორატორიების სპეციალისტის პოზიციაზე.
 
პოზიციის დასახელება: ქუთაისის ტექნოპარკის ლაბორატორიების სპეციალისტი
ანაზღაურება: 2650 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ივნისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).
 
მოვალეობები:
 
  • ქუთაისის ტექნოპარკის ლაბორატორიების (რობოტიკის და ავტომატიზაციის R&D ლაბორატორია; VR სტუდია; დრონების ლაბორატორია; ელექტრონიკის და IoT ლაბორატორია; AI მოწყობილობების ლაბორატორია; STEAM ლაბორატორია და ფაბლაბი) ეფექტიანი საქმიანობის საჭირო აქტივობების განხორციელება;
  • ინოვაციური და ტექნოლოგიური hardware სტარტაპების, მეწარმეების და მომხმარებლების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროგრამებისა და სერვისების განვითარების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;
  • ICT, STEAM, ინჟინერიის, რობოტიკის, AI და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებებით (სასწავლო, საკონკურსო, ინოვაციური, კვლევითი, პროტოტიპირების) პროექტებისა და ღონისძიებების (ტრენინგები, ჰაკათონები, ვორქშოფები და სხვა) ინიცირება, შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და განხორციელება;
  • არდუინოს და ელექტრონიკისა საბაზისო დონეზე შესწავლა და ამ ცოდნის გამოყენება ბენეფიციარების დახმარებისთვის;
  • კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობის მართვა და მონიტორინგი;
  • ფაბლაბის მომხმარებლებისთვის ტექნიკური დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა პროტოტიპირების და ლაბორატორიებში არსებული მოწყობილობების გამოყენების პროცესში;
  • ლაბორატორიების ტექნიკური ინფრასტრუქტურის, დანადგარების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ლაბორატორიების უსაფრთხო, ორგანიზებული და ეფექტიანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
  • ფაბლაბის ლოგისტიკის, ინვენტარისა და მასალების მართვა, აღრიცხვა და მარაგების დროული შევსების უზრუნველყოფა სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;
  • ლაბორატორიების სერვისების განვითარების, სტანდარტიზაციისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობების ინიცირება;
  • ლაბორატორიების სერვისების ცნობადობის ამაღლების მიზნით შეხვედრებისა და პრეზენტაციების გამართვა, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან (საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო სექტორი, ტექნოლოგიური კომპანიები) თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების ინიცირება;
  • ლაბორატორიების გამოყენების, სერვისებისა და პროექტების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • ტექნოპარკის სხვა ერთეულებთან და დეპარტამენტებთან კოორდინაცია საერთო პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
  • საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტები რეგიონულ ტექნოპარკებში;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
 
მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი ინჟინერიის/დიზაინის ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით.
 
დამატებითი მოთხოვნები:
 
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.
 
უპირატესობად ჩაითვლება:
 
  • გრაფიკული ან/და საწარმოო დიზაინის, 2D/3D მოდელირების პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროგრამირებად დაზგა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ელექტრონიკასა და ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო გამოცდილება ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის, საჯარო პრეზენტაციების მოწყობისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
 
გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/wQNVq
 
 
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი