საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე (1 ვაკანსია).
ძირითადი ფუნქციები
- უნივერსიტეტის და მისი შვილობილი ორგანიზაციების იურიდიული კონსულტაცია;
- უნივერსიტეტის წარმომადგენლობა, მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოში;
- სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების და იურიდიული ხასიათის დოკუმენტების მომზადება;
- განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- სტუდენტებისათვის, თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა.
ცოდნა და კვალიფიკაცია
- აკადემიური ხარისხი სამართალში;
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება);
- საადვოკატო საქმიანობის უფლება;
- სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
- ელექტრონულ საინფორმაციო რესურსებში მუშაობა;
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
- ინგლისური ენის ცოდნა.
უნარები
იურისტს უნდა ჰქონეს შემდეგი უნარები:
- ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
- ინდუქციური და დედუქციური მსჯელობის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი.
სამუშაო ხარნგრძლივობა და პირობები
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე;
სამუშაო დრო - სრული განაკვეთი;
ანაზღაურება შეთანხმებით (საშუალოდ 700 -1000 ლარი).
წარმოსადგენია:
- CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- სამოტივაციო წერილი (უნდა ასახავდეს მიზეზს, რატომ არის კონკურსანტი დაინტერესებული ამ ვაკანსიით და რა კვალიფიკაციები აქვს მას, რაც დაეხმარება სამუშაოს შესრულებაში);
საბუთები წარმოადგინეთ 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით. შემდეგ ელ- ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge . სათაურის ველში მიუთითეთ: იურისტი. კანდიდატურა განიხილება მხოლოდ დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.