ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე (1 ვაკანსია).
30 June 2017

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის  თანამდებობაზე (1 ვაკანსია).

ძირითადი ფუნქციები

  • უნივერსიტეტის და მისი შვილობილი ორგანიზაციების იურიდიული კონსულტაცია;
  • უნივერსიტეტის წარმომადგენლობა, მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოში;
  • სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების და იურიდიული ხასიათის დოკუმენტების მომზადება;
  • განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის  შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • სტუდენტებისათვის, თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა.

ცოდნა  და  კვალიფიკაცია

  • აკადემიური ხარისხი სამართალში;
  • სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება);
  • საადვოკატო საქმიანობის უფლება;
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
  • ელექტრონულ საინფორმაციო რესურსებში მუშაობა;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები

იურისტს  უნდა ჰქონეს შემდეგი უნარები:

  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
  • ინდუქციური და დედუქციური მსჯელობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

სამუშაო ხარნგრძლივობა და პირობები

გამოსაცდელი ვადა  - 6 თვე;

სამუშაო დრო - სრული განაკვეთი;

ანაზღაურება შეთანხმებით (საშუალოდ 700 -1000 ლარი).

წარმოსადგენია:

  • CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • სამოტივაციო წერილი (უნდა ასახავდეს მიზეზს, რატომ არის კონკურსანტი დაინტერესებული ამ ვაკანსიით და რა კვალიფიკაციები აქვს მას, რაც დაეხმარება სამუშაოს შესრულებაში);

საბუთები წარმოადგინეთ 2017 წლის 30 ივნისის  ჩათვლით.  შემდეგ ელ- ფოსტაზე:  vacancy@ug.edu.ge . სათაურის ველში მიუთითეთ: იურისტი. კანდიდატურა განიხილება მხოლოდ დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი