საქართველოს უნივერსიტეტის აცხადენს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ჯანმრთელობის მენციერებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა
*განსაკუთრებული მოთხოვნა საზღვარგარეთ კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
*განსაკუთრებული მოთხოვნა საზღვარგარეთ კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
*განსაკუთრებული მოთხოვნა საზღვარგარეთ კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
სამართლის სკოლა
წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხ. დართული დოკუმენტი);
ბ) საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე(იხ. დართული დოკუმენტი: ქარ, ENG);
გ) რეზიუმე (არაუმეტეს 80 სიტყვისა)(იხ. დართული დოკუმენტი);
დ) ფოტოსურათი (ზომით 3X4);
ე) პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
ზ) ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
თ) სამოტივაციო წერილი;
ი) ორი სარეკომენდაციო წერილი;
კ) საგნის სილაბუსები (ქართულ და ინგლისურ ენებზე)(იხ. დართული დოკუმენტი);
ლ) გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა. წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);
წარმოსადგენია საბუთების ნაბეჭდი და ელექტორნული ვერსიები.
წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:
ძირითადი კრიტერიუმები:
ა) აკადემიური ხარისხი. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორანტს;
ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. პროფესორს უნდა ჰქონედეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ასევე განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები; ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) სამეცნიერო ნაშრომები;
დამატებითი კრიტერიუმებია:
ა) სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
ბ) ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი;
გ) პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
* საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2016 წლის 25 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №514.
კონკურსი ჩატარდება 2016 წლის 2 და 3 თებერვალს (კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).
საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2016 წლის 4 თებერვალი.
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2016 წლის 5 თებერვალს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.ug.edu.ge.