ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

საქართველოს უნივერსიტეტის აცხადენს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
1 February 2016

საქართველოს უნივერსიტეტის აცხადენს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: 

         ჯანმრთელობის მენციერებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა

  • პროფესორის აკდემიური თანამდებობა ფსიქიატრიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა ალტერნატიული მედიცინის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა ანესთეზიისა და რეანიმატოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია)

*განსაკუთრებული მოთხოვნა საზღვარგარეთ კლინიკური მუშაობის გამოცდილება;

  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა ბიოქიმიის მიმართულებით (2 ვაკანსია);
  • ასისტენტ პროფესორის აკდემიური თანამდებობა გენეტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით (2 ვაკანსია); ასისტენტ პროფესორის აკდემიური თანამდებობა გინეკოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);

               *განსაკუთრებული მოთხოვნა საზღვარგარეთ კლინიკური მუშაობის გამოცდილება;

  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა გინეკოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა დერმატოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასისტენტ პროფესორის აკდემიური თანამდებობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით (1 ვაკანსია);

*განსაკუთრებული მოთხოვნა საზღვარგარეთ კლინიკური მუშაობის გამოცდილება;

  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა საოჯახო მედიცინის, ენდოკრინოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასისტენტ პროფესორის აკდემიური თანამდებობა მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით (2 ვაკანსია);
  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა ენდოკრინოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა ონკოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა პალიატიური ზრუნვის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასისტენტ პროფესორის აკდემიური თანამდებობა პალიატიური ზრუნვის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა პედიატრიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა ჯანმრთელობის სოციოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა ფარმაკოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა ფიზიოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა ქირურგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა შინაგანი მედიცინის მიმართულებით (2 ვაკანსია);
  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა ციტოლოგიის, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის მიმართულებით (3 ვაკანსია);
  • ასისტენტის აკდემიური თანამდებობა კარდიოქირურგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
  • ასისტენტის აკდემიური თანამდებობა ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართულებით (1 ვაკანსია);

სამართლის სკოლა      

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით: საერთაშორისო ბიზნეს სამართალი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალი, სამართლებრივი ინგლისური ენა (1 ვაკანსია);

წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხ. დართული დოკუმენტი);

ბ) საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე(იხ. დართული დოკუმენტი: ქარENG);

გ) რეზიუმე (არაუმეტეს 80 სიტყვისა)(იხ. დართული დოკუმენტი);

დ) ფოტოსურათი (ზომით 3X4);

ე) პირადობის მოწმობის ასლი;

ვ) აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ  და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;

ზ) ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;

თ) სამოტივაციო წერილი;

ი) ორი სარეკომენდაციო წერილი;

კ) საგნის სილაბუსები (ქართულ და ინგლისურ ენებზე)(იხ. დართული დოკუმენტი);

ლ) გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა. წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);

 

წარმოსადგენია საბუთების ნაბეჭდი და ელექტორნული ვერსიები.

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:

ძირითადი კრიტერიუმები:          

 

ა) აკადემიური ხარისხი. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად  სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორანტს;

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. პროფესორს უნდა ჰქონედეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ასევე განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები; ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) სამეცნიერო ნაშრომები;

 

დამატებითი კრიტერიუმებია:

 

ა) სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ) ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი;

გ) პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;

* საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.

 

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2016 წლის 25 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, 12:00  საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №514.

 

კონკურსი ჩატარდება 2016 წლის 2 და 3 თებერვალს (კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).

 

საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2016 წლის 4 თებერვალი.

 

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2016 წლის 5 თებერვალს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.ug.edu.ge.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი