საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საერთაშორისო საგადასახადო სამართლის მიმართულებით (1 ვაკანსია);
წარმოსადგენი დოკუმენტებია:
- განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხ. დართული ნიმუში);
- საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხ. დართული დოკუმენტები ქართ, ENG);
- რეზიუმე (არაუმეტეს 80 სიტყვისა) (იხ. დართული ნიმუში);
- ფოტოსურათი (ზომით 3X4);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
- ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო გამოცდილების შესახებ (დედანი, ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- სამოტივაციო წერილი;
- ორი სარეკომენდაციო წერილი;
- საგნის სილაბუსი ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხ. დართული დოკუმენტი);
- გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა. წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);
წარმოსადგენია საბუთების ნაბეჭდი და ელექტორნული ვერსიები.
წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:
ძირითადი კრიტერიუმები:
ა) აკადემიური ხარისხი. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) სამეცნიერო ნაშრომები;
დამატებითი კრიტერიუმები:
ა) სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
ბ) ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი;
გ) სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
დ) პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
ე) სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და პროექტორთან მუშაობის უნარი;
* საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.
- საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №514.
- კონკურსი ჩატარდება 2015 წლის 2 დეკემბრს (კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).
- საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2015 წლის 4 დეკემბერი.
- კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2015 წლის 5 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge.