ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საერთაშორისო საგადასახადო სამართლის მიმართულებით (1 ვაკანსია).
1 December 2015

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საერთაშორისო საგადასახადო სამართლის მიმართულებით (1 ვაკანსია);

 

წარმოსადგენი დოკუმენტებია:

  • განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხ. დართული ნიმუში);
  • საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხ. დართული დოკუმენტები ქართENG);
  • რეზიუმე (არაუმეტეს 80 სიტყვისა) (იხ. დართული ნიმუში);
  • ფოტოსურათი (ზომით 3X4);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
  • ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო გამოცდილების შესახებ (დედანი, ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სამოტივაციო წერილი;
  • ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • საგნის სილაბუსი ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხ. დართული დოკუმენტი);
  • გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა. წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);

 

წარმოსადგენია საბუთების ნაბეჭდი და ელექტორნული ვერსიები.

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:

ძირითადი კრიტერიუმები:          

ა) აკადემიური ხარისხი. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) სამეცნიერო ნაშრომები;

 

 დამატებითი კრიტერიუმები:

ა) სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ) ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი;

გ) სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები - ბოლო 5 წლის განმავლობაში;

დ) პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

ე) სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და პროექტორთან მუშაობის უნარი;

* საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.

 

  • საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №514.
  • კონკურსი ჩატარდება 2015 წლის 2 დეკემბრს (კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).
  • საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2015 წლის 4 დეკემბერი.
  • კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2015 წლის 5 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge.
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი