TP თბილისის გერმანული ენის აკადემია
გერმანული ენის აკადემია ტელეპერფორმანს საქართველოს უნიკალური ინიციატივაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს გერმანული ენის უფასო კურსს და საერთაშორისო კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს.
კურსს გამოცდილი ტრენერები — ფრანკ და ლუკა ულრიხ შრაიერები უძღვებიან. შერჩეული კანდიდატები გერმანული ენის 3-საათიან ტრენინგებს 20-24 კვირის განმავლობაში, კვირაში 3-ჯერ, დაესწრებიან. ამ ეტაპზე დაგეგმილია 2 კურსი —ონლაინ და პირისპირ (ტელეპერფორმანსის ოფისში — ილია ჭავჭავაძის გამზირი 34, ბიზნესცენტრი პიქსელი).
-
ონლაინ გაკვეთილების დღეებია: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი— 10:00-13:00
-
პირისპირ გაკვეთილების დღეებია: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი — 14:00-17:00
გაითვალისწინეთ, რომ თვეში 1 შაბათს, თბილისის ოფისში ჩატარდება 8-საათიანი ტრენინგი, რომელზეც პირისპირ დასწრება აუცილებელია.
აკადემიაში მონაწილეთა შერჩევისთვის მხოლოდ სამი სავალდებულო წინაპირობა გვაქვს:
-
გერმანული ენის A2-B1 დონეზე ცოდნა;
-
ჩვენს გუნდში მუშაობის სურვილი;
-
თბილისში ან მის შემოგარენში ცხოვრება (რადგან კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობა თბილისშია).
შერჩევის პროცესი 3 ეტაპისგან შედგება:
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 19 მაისი.