ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

TP თბილისის გერმანული ენის აკადემია

14 May 2026
TP თბილისის გერმანული ენის აკადემია
 
გერმანული ენის აკადემია ტელეპერფორმანს საქართველოს უნიკალური ინიციატივაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს გერმანული ენის უფასო კურსს და საერთაშორისო კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს.  
 
კურსს გამოცდილი ტრენერები — ფრანკ და ლუკა ულრიხ შრაიერები უძღვებიან. შერჩეული კანდიდატები გერმანული ენის 3-საათიან ტრენინგებს 20-24 კვირის განმავლობაში, კვირაში 3-ჯერ, დაესწრებიან.  ამ ეტაპზე  დაგეგმილია 2 კურსი —ონლაინ და პირისპირ (ტელეპერფორმანსის ოფისში — ილია ჭავჭავაძის გამზირი 34, ბიზნესცენტრი პიქსელი).
 
  • ონლაინ გაკვეთილების დღეებია: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი— 10:00-13:00
  • პირისპირ გაკვეთილების დღეებია: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი — 14:00-17:00
 
გაითვალისწინეთ, რომ თვეში 1 შაბათს, თბილისის ოფისში ჩატარდება 8-საათიანი ტრენინგი, რომელზეც პირისპირ დასწრება აუცილებელია.
 
აკადემიაში მონაწილეთა შერჩევისთვის მხოლოდ სამი სავალდებულო წინაპირობა გვაქვს:
 
  • გერმანული ენის A2-B1 დონეზე ცოდნა;
  • ჩვენს გუნდში  მუშაობის სურვილი;
  • თბილისში ან მის შემოგარენში ცხოვრება (რადგან კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობა თბილისშია).
 
შერჩევის პროცესი 3 ეტაპისგან შედგება:
 
  • აპლიკაციების გადარჩევა;
  • Გასაუბრება;
  • ტესტირება საბაზისო კომპიუტერული უნარების შესამოწმებლად.
 
 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 19 მაისი.
 
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი