2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით ადმინისტრაციული რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:
- პირველი ეტაპი - ელექტრონული რეგისტრაცია - 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით;
- მეორე ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმება და დოკუმენტების დედნების წარმოდგენა - 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით.
პირველ ეტაპზე, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად, 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სტუდენტი მითითებულ ლინკზე https://registration.ug.edu.ge/ ტვირთავს შემდეგ დოკუმენტებს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (jpg.jpeg.png.gif.bmp.pdf.heic.heif.webp ფორმატში);
- ატესტატი ან ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (jpg.jpeg.png.gif.bmp.pdf.heic.heif.webp ფორმატში)
- საჭიროების შემთხვევაში სსმ ან შშმ პირის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟების შემთხვევაში) (jpg.jpeg.png.gif.bmp.pdf.heic.heif.webp ფორმატში)
- თუ სტუდენტი არ არის სრულწლოვანი, ოფიციალური წარმომადგენლის მინდობილობა ან დაბადების მოწმობა;(ლინკი გააქტიურდება 1 სექტემბერს).
- სწავლის საფასურის მეათედი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. დაფინანსების შემთხვევაში - დაფინანსების შესახებ ოფიციალური წერილის ასლი ან ცნობა;
- ფოტოსურათი (აკადემიური ფორმატის, 3x4 ზე, ბიომეტრიული, გადაღებული თეთრ ფონზე) (jpg.jpeg.png.gif.bmp.heic.heif.webp ფორმატში)
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასასრულებლად სტუდენტი უნივერსიტეტში ვიზიტის დროს 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
- პირადობის ან პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;
- სკოლის ატესტატის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ვაჟების შემთხვევაში);
- წარმომადგენლის ან მინდობილი პირის შემთხვევაში წარმოადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა.
- ხელს აწერს ხელშეკრულებას (არასრულწლოვანი სტუდენტის შემთხვევაში ხელშეკრულებას ხელს აწერს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი)
ადმინისტრაციული რეგისტრაციის მეორე ეტაპი განხორციელდება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. 77ა, მეოთხე სასწავლო კორპუსი, საუნივერსიტეტო სერვისების სამსახური.
გისურვებთ წარმატებებს !