2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით ადმინისტრაციული რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:

  • პირველი ეტაპი - ელექტრონული რეგისტრაცია - 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით;
  • მეორე ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმება და დოკუმენტების დედნების წარმოდგენა - 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით.

პირველ ეტაპზე, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად, 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სტუდენტი მითითებულ ლინკზე https://registration.ug.edu.ge/ ტვირთავს შემდეგ დოკუმენტებს (ლინკი გააქტიურდება 1 სექტემბერს):

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (jpg.jpeg.png.gif.bmp.pdf.heic.heif.webp ფორმატში);
  • ატესტატი ან ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (jpg.jpeg.png.gif.bmp.pdf.heic.heif.webp ფორმატში)
  • საჭიროების შემთხვევაში სსმ ან შშმ პირის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟების შემთხვევაში) (jpg.jpeg.png.gif.bmp.pdf.heic.heif.webp ფორმატში)
  • თუ სტუდენტი არ არის სრულწლოვანი, ოფიციალური წარმომადგენლის მინდობილობა ან დაბადების მოწმობა;
  • სწავლის საფასურის მეათედი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. დაფინანსების შემთხვევაში - დაფინანსების შესახებ ოფიციალური წერილის ასლი ან ცნობა;
  • ფოტოსურათი (აკადემიური ფორმატის, 3x4 ზე, ბიომეტრიული, გადაღებული თეთრ ფონზე) (jpg.jpeg.png.gif.bmp.heic.heif.webp ფორმატში)

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასასრულებლად სტუდენტი უნივერსიტეტში ვიზიტის დროს 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

  • პირადობის ან პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;
  • სკოლის ატესტატის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ვაჟების შემთხვევაში);
  • წარმომადგენლის ან მინდობილი პირის შემთხვევაში წარმოადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა.
  • ხელს აწერს ხელშეკრულებას (არასრულწლოვანი სტუდენტის შემთხვევაში ხელშეკრულებას ხელს აწერს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი)

ადმინისტრაციული რეგისტრაციის მეორე ეტაპი განხორციელდება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. 77ა, მეოთხე სასწავლო კორპუსი, საუნივერსიტეტო სერვისების სამსახური.

გისურვებთ წარმატებებს !







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი