უნივერსიტეტში არსებობს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალება, საიდანაც სტუდენტს შეუძლია მიიღოს მისთვის სასურველი და აუცილებელი ინფორმაცია.
საკომუნიკაციო საშუალებები:
- სტუდენტური ელექტრონული სისტემა- my.ug.edu.ge, სადაც თქვენ სისტემატიურად მიიღებთ ინფორმაციას თქვენთვის აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მესიჯის სახით: სკოლის დირექტორისგან, სასწავლო ოფისისგან, საფინანსო სამსახურისგან და ა.შ.
- ოფიციალურ ვებ-გვერდი- ug.edu.ge - ზე გაეცნობით უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს, სამომავლო ღონისძიებებს, ვაკანსიებს და ა.შ. ვებ-გვერდი საშუალებას გაძლევთ, ფლობდეთ სრულფასოვან ინფორმაციას საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ;
- სტუდენტებისთვის სამუშაო საათებში (10:00-19:00) ხელმისაწვდომია Online Chat, სადაც ლაივ რეჟიმში შესაძლებელია ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მღება.
- იგივე დანიშნულებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ქოლ ცენტრის სერვისით, ნომერზე 2 55 22 22
- თვალი გვადევნეთ სოციალური ქსელების მეშვეობით:
Facebook (www.facebook.com/ug.edu.ge/)
Instagram (www.instagram.com/ug.edu.ge/)
Youtube (www.youtube.com/user/wwwugeduge)
- IV კორპუსის პირველ სართულზე თქვენთვის ხელმისაწვდომია Front Desk Service, სადაც შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები პირადად გაგიწევენ დახმარებას;
- გარდა ამისა, საქართველოს უნივერსიტეტის ყველა სართულზე გამოფენილია საინფორმაციო დაფები, სადაც განთავსებულია ინფორმაცია, დაგეგმილი აკადემიური თუ სტუდენტური ღონისძიებების შესახებ.
გთხოვთ, თვალი გვადევნოთ აღნიშნული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იხსნის პასუხისმგებლობას თქვენ ინფორმირებულობასთან დაკავშირებით.