
ხშირად დასმული კითხვები
პირველკურსელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 6 სექტემბრიდან- 16 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან- 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ.77, მეოთხე სასწავლო კორპუსი, მეორე სართული, ოთახი #201
ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს:
სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ მატარებელზე. (CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატით)
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უნივერსიტეტში რეგისტრაციამდე დაჯავშნოთ ვიზიტი ონლაინ: https://ug.edu.ge/ge/registration-booking
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: https://ug.edu.ge/ge/programs/1
საორიენტაციო დღეები 2021 გაიმართება 6 სექტემბრიდან- 16 სექტემბრის ჩათვლით.
საორიენტაციო დღეების განმავლობაში სტუდენტი ეცნობა მისთვის აუცილებელ ინფორმაციას უნივერსიტეტის, პროცედურების და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. პირველკურსელებს უტარდებათ გაცნობითი პრეზენტაცია და კამპუსის ტური, რითაც საშუალება ეძლევათ, სწრაფად შეეგუონ საუნივერსიტეტო ცხოვრებას.
სტუდენტის ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს სარეგისტრაციო ვადებში სწავლის წლიური საფასურის სრულად გადახდას, ხოლო გაცვლითი საგანმანთლებლო პროგრამაში ჩართული სტუდენტის მიერ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენას. .
სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ მატარებელზე.(CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატით)
ფორმა 26 არის ცნობა, რომლის წარდგენა ხდება შესაბამის სამხედრო განყოფილებაში და რომელიც ადასტურებს, რომ წარმდგენი არის ჩვენი უნივერსიტეტის მიმდინარე აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი.
ფორმა 26-ის აღება შესაძლებელია საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის (მთავარი შენობა: კოსტავას 77ა) მეხუთე სართულზე, კანცელარიაში.
მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლება, ადმინისტრაციულ რეგისტრაციას გაივლის 31 აგვისტოდან - 9 სექტემბრის ჩათვლით.
დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://ug.edu.ge/ge/programs/2
სწავლის საფასურის გადახდა სტუდენტს შეუძლია თიბისი ბანკში, ქართუ ბანკში და ბაზისბანკში პირადობის დამადასტურებელი ბარათით.
2021 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლის საფასური 10 ნაწილად გადაიხადონ (პირველი ოთხი წლის განმავლობაში)
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი დროულად არ გადაიხდის სწავლის საფასურს, უნივერსიტეტი ერთი კვირით ადრე გააფრთხილებს სტატუსის შეჩერების შესახებ.
ყველა სტუდენტს წინასწარ მისდის ინვიდუალური შეტყობინებები თავის პირად გვერდზე MyUG პორტალზე სწავლის საფასურის გადახდის ვადებთან დაკავშირებით. სტუდენტი ვალდებულია გაეცნოს ადმინისტრაციის სახელით მიღებულ შეტყობინებებს.
ბაკალავრებისთვის სწავლა 20 სექტემბერს იწყება.
სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის სწავლა შემოდგომის სემესტრში 27 სექტემბერს იწყება.
პირველი კურსის პირველი სემესტრის ცხრილს ადგენს უნივერსიტეტი, ხოლო ენაში დღეებს ირჩევს სტუდენტი. ამის შემდგომ (მეორე სემესტრში) სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, თავად გაიაროს რეგისტრაცია და აირჩიოს საგნები და შეადგინოს სასწავლო ცხრილი.
ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად და დიპლომის ასაღებად საჭიროა 240 კრედიტის დაგროვება.
საბაკალავრო სწავლების სტუდენტისათვის აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სასწავლო კომპონენტების არჩევას სემესტრის განმავლობაში არანაკლებ 30 კრედიტისა, (გარდა დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისა და იმ შემთხვევისა როდესაც წინაპირობები არ იძლევა მეტ კრედიტზე დარეგისტრირების საშუალებას).
წელიწადში სტუდენტს შეუძლია აიღოს მაქსიმუმ 75 კრედიტიც.
ერთი კრედიტი 30 საათია.
კრედიტების რაოდენობაა მინიმუმ 60 და მაქსიმუმ 75.
შეფასების სისტემა არის 100 ქულიანი. რაც შეეხება გადანაწილებას, ეს დამოკიდებულია სკოლასა და არჩეულ ფაკულტეტზე.
თუ შედეგების საშუალო არითმეტიკული არანაკლებ 91‐ია, სტუდენტს ეძლევა სტიპენდია. სტიპენდიის მიღების წინაპირობაა წლიური 60 კრედიტის დაგროვება და სტუდენტის სტატუსის შენარჩუნება საქართველოს უნივერსიტეტში. სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სტიპენდია გაიცემა სტატუსის აღდგენის შემდეგ. სტიპენტია 8 თვის განმავლობაში ერიცხება სტუდენტს თვეში 100 ლარის ოდენობით.
სილაბუსი სასწავლო კურსის პროგრამაა. მასში მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები, სწავლების ფორმატი (სწავლების მეთოდი), კურსის საათობრივად გაწერილი შინაარსობრივი გეგმა, გამოყენებული სახელმძღვანელოების გვერდების ან სხვა რესურსების დეტალური მითითებით. ასევე, ცოდნის შეფასების პრინციპები (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი და სხვა), მოსალოდნელი შედეგები, კერძოდ, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელსაც უზრუნველყოფს კურსის დასრულება.
ყოველკვირეული წერითი ან ზეპირი გამოკითხვა.
სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს:
საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტთა დასაქმების ხელშემწყობი სამსახური, რომელიც ზრუნავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლაზე, მათი კარიერული უნარების განვითარებასა და დასაქმებაზე. საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კურსის პირველი სემესტრის შემდეგ, სტუდენტს შეუძლია ინდივიდუალურად, მოწოდებული დროებიდა, სალექციო გრაფიკის შედგენა.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს (8 სემესტრს), ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა 300/360 კრედიტს (10/12 სემესტრი), ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 120 კრედიტს (4 სემესტრს).
დოქტორანტებისთვის სწავლა იწყება 2021 წლის 13 სექტემბერს.
ა) პირადი განცხადება,
ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის არგავლა,
გ) აკადემიური რეგისტრაციის არგავლა.
დ) სარეგისტრაციოდ განსაზღვრული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენა.
სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუდენტი უნივერსიტეტის პრეზიდენტებს წარუდგენს წერილობით განცხადებას. სტატუსის შეჩერების მოთხოვნა სტუდენტს შეუძლია შესაბამისი სემესტრის ფინალურ გამოცდებამდე.
აღდგენისთვის განცხადება მიიღება:
სტუდენტის მიერ სტატუსის აღდგენის ვადის გადაცილებისას, სტატუსის აღდგენის საკითხს განიხილავს საბჭო. სტატუსის აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებისას აკადემიური საბჭო განსაზღვრავს სტატუსის აღდგენის პირობებს:
სტუდენტს სტატუსი არ აღუდგება, თუ არსებობს საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების დებულებით გათვალისწინებული სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.
თუ სტუდენტი საპატიო მიზეზით აცდენს საგანში შუალედური შეფასებას, მას აღუდგება 1 საგანში მხოლოდ 1 შუალედური შეფასების ფორმა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა:
ჯანმრთელობის მდგომარეობა;
მობილობით გადმოსულ და გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს, რომლებიც დაგვიანებით შეურთდნენ სასწავლო პროცესს აღუდგებათ ყველა შუალედური შეფასება, რომელიც ჩატარდა სტუდენტის სასწავლო პროცესში ჩართვამდე.
ფინალური გამოცდის აღდგენა:
საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტი დაძლეულია 51 ქულის (51%) მიღების შემთხვევაში; ამასთან, სტუდენტმა ფინალურ გამოცდაში უნდა აიღოს მაქსიმალური 40 ქულიდან 20 ქულა მაინც. სტუდენტი სარგებლობს ფინალური გამოცდის გადაბარების უფლებით შემდეგ შემთხვევებში: სტუდენტი, რომელმაც ვერ მიიღო ფინალური გამოცდის ჩაბარებისათვის დადგენილი მინიმალური 20 ქულა, მაგრამ შეფასებათა ფორმების ნებისმიერი ერთობლიობით (ქვიზი, შუალედური გამოცდა, პრეზენტაცია; ფინალური გამოცდა) უგროვდება 41 ქულა და მეტი, დაიშვება დამატებით გამოცდაზე.
სტუდენტი უფლებამოსილია გაეცნოს ნაშრომს და გაასაჩივროს შუალედურ შეფასებაში მიღებული შედეგი მიღებული შეფასების UG სისტემაში ასახვიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. შუალედური შეფასების გასაჩივრებაზე დაშვების გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სკოლის დეპარტამენტის უფროსი.
ფინალური გამოცდის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა სტუდენტი უფლებამოსილია „ჩემი UG“–ის მეშვეობით განცხადებით მიმართოს თავისი სკოლის დირექტორს/დეპარტამენტის უფროსს და გაასაჩივროს ფინალური გამოცდის შედეგი. სტუდენტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს, თუ რომელ საკითხს ან შეფასების რა ნაწილს აპროტესტებს. ზოგადი პროტესტი არ განიხილება. განცხადების მიღებიდან 7 დღის ვადაში სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს განცხადების განხილვასა და შედეგების სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურისათვის მიწოდებას.
საქართველოს უნივერსიტეტი მონაწილეობს ბოლონიის პროცესში და ის აღიარებული უნივერსიტეტია როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის გაცვლით პროგრამებს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში. საქართველოს უნივერსიტეტი 2013 წლიდან ჩართული იყო ერაზმუს მუნდუსის გაცვლით პროგრამაში.
საქართველოს უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამების საკითხებს კურირებს საერთაშორისო სტუდენტებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური (#109 ოთახი).
გთოხვთ, იხილოთ 2022 წლის ბაკალავრიატის პროგრამების საფასური https://ug.edu.ge/ge/2022-tslis-s-avlis-safasuri
საშუალო რაოდენობის ქულის განსაზღვრა დამოკიდებულია აბიტურიენტების კონკურსზე, ერთიანი ეროვნული გამოცდებზე მიღებულ ქულებზე.
საქართველოს უნივერსიტეტს არ აქვს უფასო ფაკულტეტები. თუმცა, 100%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში სწავლის საფასური, ნებისმიერ პროგრამაზე, სრულად ფინანსდება.
დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი თითოეული სტუდენტის კარიერული წინსვლის პერსპექტივაზე ზრუნავს იმისათვის, რომ ჩვენმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მიაღწიონ წარმატებას და დასაქმების ადგილიდან ასახელონ საკუთარი უნივერსიტეტი. კარიერული სერვისების თვალსაზრისით სტუდენტებისა და კურსდამთვრებულებისათვის ხელმისაწვდომია სისტემატიური ტრენინგები, დასაქმების ფორუმები, ინდივიდუალური კონსულტაციები, ექსკლუზიური სიახლეები მიმდინარე ვაკანსიების შესახებ და სხვა.
საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სრულყოფილად ამზადებს იმისათვის, რომ მათ თავდაჯერებულად იგრძნონ თავი კონკურენტულ გარემოში. სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთვრებულები შრომით ბაზარზე მოწინავე რიგებს იკავებენ.
გთხოვთ, იხილოთ 2021 წლის სამაგისტრო პროგრამების სწავლის საფასური აქ: https://ug.edu.ge/ge/programs/2
სამაგისტრო პროგრამაზე, საშუალო კრედიტების განაწილების შემთხვევაში, შეადგენს 2 წელს.