დასავლური და მაღალი სწავლების ხარისხის პარალელურად, საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში სხვადასხვა ტიპის გაცვლით პროგრამებს სთავაზობს.

ეს არის შესაძლებლობა ნებისმიერი სტუდენტისთვის, რომ მიიღოს საერთაშორისო განათლება, გამოცდილება და გადადგას ერთი ნაბიჯი წინ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ.

საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო კონტაქტების ზრდას, გაცვლითი პროგრამების განხორციელბას და სტუდენტების ჩართულობას.

საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს ინდივიდუალური,    Erasmus-ისა და Mevlana-ს გაცვლითი პროგრამები. თითოეული გაცვლითი პროგრამისთვის ტარდება საკონსულტაციო შეხვედრები, ასევე სტუდენტებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელთან ინდივიდუალური კონსულტაციის გავლა.

ნებისმიერ სტუდენტს (გარდა პირველი და დამამთავრებელი სემესტრისა) აქვს შესაძლებლობა, აპლიკაცია შემოიტანოს მისთვის სასურველ პროგრამაზე ან პროგრამებზე. იმისთვის, რომ აპლიკანტი გაცვლითი პროგრამის სტუდენტი გახდეს მას უნდა ჰქონდეს:

  • მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე;
  • CV;
  • სამოტივაციო წერილი.

საქართველოს უნივერსიტეტიდან სტუდენტები კონკურენციის საფუძველზე შეირჩევიან, საბოლოო შერჩევას კი მიმღები უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. ორსაფეხურიანი სისტემის ფუნქციონირება პროცესის ობიექტურად წარმართვის გარანტიაა.

გაცვლითი პროგრამები სემესტრულად ცხადდება - შემოდგომის სემესტრში (ოქტომბერი-ნოემბერი) და გაზაფხულის სემესტრში (აპრილი-მაისი).

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://ug.edu.ge/ge/gacvliTi-programebi-da-stipendiebi







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი