
საორიენტაციო დღეები
საორიენტაციო დღეები 2021 გაიმართება 6 სექტემბრიდან- 16 სექტემბრის ჩათვლით.
საორიენტაციო დღეების განმავლობაში სტუდენტი ეცნობა მისთვის აუცილებელ ინფორმაციას უნივერსიტეტის, პროცედურების და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. პირველკურსელებს უტარდებათ გაცნობითი პრეზენტაცია და კამპუსის ტური, რითაც საშუალება ეძლევათ, სწრაფად შეეგუონ საუნივერსიტეტო ცხოვრებას.