სცენარების კონკურსი "სკრიპტუმი"
გეშინოდეთ ორიათას ოცდა ექვსის
მოქმედი პირები: მხურვალე ჭაბუკი, სამოქალაქო აქტივისტი ნიკოლოზი, პარტიზანი მებაღე ბაია, ომს გადარჩენილი თემური, ომს გამოქცეული იაზონი.
სცენა ვითარდება ციხეგოჯის გალავანთან.
მხურვალე ჭაბუკი: თბილისი, დაბომბილი, მტვრიანი და სისხლიანი. ტანკების მიერ გათელილი თავისუფლება. ოჰ საქართველო! გული შენთვის ძგერს, მაგრამ რომ, არ მაქვს ძალა ცხოვრების, ხალხისაგან მოწყვეტილი ვიყავი და ახლაც, თუმცა ყველა შეგვაშფოთა თბილისის დაცემამ, პარტიზანები ტყე-ტყე იბრძვიან, ოჰ ღმერთო! არა მაქვს ბრალი, რად ეწამება სული ასე ძლიერად.
შემოდის ომს გადარჩენილი თემური: მრავალი იბრძოდა და მრავალი მოღალატეც გვყავს, წმინდა ნინოს ჯვრით შემოსულმა მტერმა ახლა ნიღაბი მოიხსნა. ჯერ ხომ ყველაფერი ქართული კულტურის შედევრი, ჩამოირეცხა, დალპა, არავინ იზრუნა მასზედ, სახლ-მუზეუმები, ოჰ რა ჩამოთვლის განადგურებულს ქართულ კულტურის ძეგლებს. Ამის შემდგომად ტანკებით შემოსვლა იყო თბილისში. აჰა სახეზეა მათი ნამდვილი ზრახვები. Რომ დაგვავიწყონ ჯერ ქართულ კულტურას გაანადგურებენ: დავით აღმშენებლის ნამოღვაწარს, თამარის ხიდებს დაანგრევენ, მისი სახელობის წყაროებს დააშრობენ და ცეცხლს მისცემენ ივანე ჯავახიშვილის შრომებს ისტორიაზე. Მერე ბავშვებს როგორც უნდა ისე ასწავლიან და რუსებად გახდიან. Მაგრამ არა, აგერ მე და აგერ შენ უცნობო ჭაბუკო. მიდის ბრძოლა პარტიზანული. Xედავ ჩემ ყურებს, ყურებიდან სისხლი მდის, შუბლში ასკოლკა მაქვს მოხვედრილი, ძლივს გადავრჩი ქუთაისის ბრძოლებში. ტყუილად არ უწოდებენ მას მამაქალაქს. თბილისი მთავრობის უნიათობამ დაამხო და დამხობაც რომ არიყო ეგარის სავალალო, უბრალოდ მოვიდნენ და დამთავრდა ქართული ხელისუფლება. ოჰ რამდენი დასახვრეტი მიეგება მათ! ქუთაისში კი ალბათ გაიგებდი ვინმესგან მედგარი ბრძოლები იყო. ნაღმი ამიფეთქდა ახლოში. Მოკლედ საქართველოსთვის სიცოცხლესაც დავთმობ, მე რომ ვომობ ვიცი რომ ასი პროცენტით მკვდარი ვარ. ვერც გაგეცანი, უბრალოდ ჩემი აზრი მინდოდა ვინმესთვის მეთქვა, შენც ჩემსავით პარტიზანი ხარ?
მხურვალე ჭაბუკი: საქართველო ქართველი ერია სინამდვილეში და იდეაში ძლევამოსილად ხატავენ მას. Მისი სული რომ მართლაც ძლევამოსილია და საუკუნეებს გაუძლო და ალბათ ასეთი დროც მრავალი გამოუვლია. მაგრამ ის მაინტერესებს რა ხდებოდა ასეთ დროს, რითი გადავრჩით, როგორ არ კარგავდნენ იმედს, ან მოღალატეებს როგორ უსწორდებოდა ბედი. იქნებ იყო სამართალი მათთვის, სიკდვდილი! ხო, შენს კითხვაზე უნდა მოგახსენო არა! Მე ერთი უბრალო კაცი ვარ, დედა საბერძნეთში მყავს, მამა ამერიკაში წავიდა “ჩერეზ” მექსიკის უდაბნოთი. თითქოს სიხარული დაგვიდგა, ოჯახის გაერთიანებას ვაპირებდით ამერიკაში და ამ დროს დაემართა საქართველოს ის რაც დაემართა. არვიცი ოპოზიციის მიტინგების თუ ვისი ბრალია მაგრამ მტერი მტერია. ახლა ერთობა გვმართბს ხომ ასეა. Მაგრამ ბრძოლისა რა მოგახსენო, ჯარში არ წავედი უნივერსიტეტით და მერე გირჩით დავაღწიე თავი “ვიშკას”, მაგრამ ალბათ ახლა სინანულად უნდა მქონდეს ეგ გადაწყვეტილება. თუმცა ვერც სინანულს და ვერცერთ გრძნობას ვერ განვიცდი. Მინდა ვიომო საქართველოსთვის და თან ძალა არ მაქვს არაფრის. არვიცი ამას რატომ გიყვები, ალბათ ჭაჭის ბრალია იმერულის.
თემური: ახლა ყველა ნამდვილი ქართველი ერთმანეთის და ძმაა და ნურაფრის ნუ მოგერიდება. Შენც იბრძოლებ ნუ გეშინია, საჭიროა ყველა შემძლებელმა იბრძოლოს. იარაღის აღებას არაფერი არ უნდა, მთავარია ღირსება რომ ღორებს არ მიყიდო სული, როგორც ბევრმა მათმა ქომაგმა გააკეთა. იმედი ახლაც არსებობს ჭაბუკო. იმედი ჩემი ახლა რომ გიყურებ შენხარ. შენნაირი ახლაგაზრდები გულს მიმთელებს და შენს დედიკოსაც, მას შენ გაუმთელებ გულს. ის კი დარდობს შენზე, მაგრამ სხვათა შვილების შემყურე მათ დაცვას გთხოვს, შენი ძმებისა და დების დაცვას გთხოვს, ქართველების, სამშობლოს დაცვას გთხოვს დედაშენი. მოღალატეები. ასე Ამბობენ რომ ერთერთი ორგანიზაცია, სახელი დამავიწყდა,ნუ მოკლედ რუსის “ნასეტკები” ომის ვეტერნების სახელებს აგროვებდნენ შურისსაძიებლად, დასახვრეტთა სიას. ახლა ხომ ყველა მებრძოლს სიკვდილი მოგველის რუსეთის მახვილისგან და მერე ალბათ ვინც გადარჩება ყველას რუსეთის მათრახი ან მონად აქცევს ან სული ამოძვრებათ საწყლებს მათრახის რტყმისგან.
მხურვალე ჭაბუკი: არა ასე არ მოხდება, გულთამხილავო, სულთა მჭვრეტო მომეცი ძალი რომ ერთი დამბაჩა მაინც გავისროლო! Რა მჭრის რა მემართება რატომ მინდა სიკვდილი. წუთისოფლის სულო რად არმაქვს ძალა. Არადა ომს მკარნახობს გული და გონება ოდესღაც სამ გალავნიან ციხეგოჯის გალავნიდან გადმოხტომას.
თემური: ეს რა თქვი, იქნებ სმენა მთლად დამიქვეითდა და ქარის ხმებს ვასხვაფერებ როგორც მინდა. Ნუთუ ახლა რომ იმედიდ შემოგცქეროდი შენ გეკუთვნის ის სიტყვები რომ დახარჯე!
ომს გამოქცეული იაზონი: ხალხნო და ჯამაათნო. ეს რა ვნახე ტელევიზორში, ომის საშინელება. ქუთაისის ბრძოლები, კაცის კვლა, სისხლი, დასახიჩრებული ცხედრები. ღმერთო მაღალო წმიდა ჰყავ ერი და მიეც ძლევა ბარბაროზთა ზედა, როგორც კონსტანტინეს, მირიანის თანამედროვეს მიეცი ძლევა ჯვარით. იაზონი ვარ ოღონდ ბერძენი არა, ნოქალაქეველი იაზონი ვარ.
თემური: მე თემური ვარ პარტიზანი, ქართველი ვარ ბიჭო გესმის!
იაზონი: მესმის თან როგორ, როგორც არასდროს სიტყვა ქართველმა აღძრა გრძნობები ჩემში. ვნახე ქუათისი აოხრებული, ტყეში გამოვიქეცი მოვაშურე ნოქალაქებს, ამბობენ მალე აქაც მოვლენო
სამოქალაქო აქტივისტი ნიკოლოზი: ეჰეი ქართველნო. მტერი არა ვარ მოყვარე ვარ, ამ გალავნის შიგნით ვერ დაიბუდებს მტერი შავბნელი. ეს ბაიაა ჩემი მეგობარი, ჩვენ
ერთად ვაპროტესტებდით და მოვიდნენ რუსის ტანკები. ყველაფერი ჩვენი პრორუსი მთავრობის ბრალია.
იაზონი: თან მჯერა შენი, თან არმჯერა. Პოლიტიკოსები ყველანი ყალბები ხართ, მხოლოდ სიტყვა იცით თორემ ჩვენ გლეხები ვიცავთ ქვეყანას.
ნიკოლოზი: არა! Მთავრობაა ვისაც ფეხები აქვს შემოლაგებული ხალხზე და მათ როგორც ძაღლებს ნამცეცებს თუ გადმოუგდებს, არადა ყველა ფულს ჩვენით შოულობენ რაც აქვთ.
იაზონი: აგერ ძმაო, ჩემი იარაღი და შენ გხედავ ენითახარ მოსული მხოლოდ, რომელიც ყველას გაგვაჩნია
მხურვალე ჭაბუკი: დავლიოთ ერთი სადღეგრძელო მეგობრებო, არარის კამათის დრო. აგერ მაქვს ჭაჭა,კალბასი,პური და ანაკომის სუპები გაუხსნელი.
Პარტიზანი მებაღე ბაია: ამ ჭიქით გაუმარჯოს იმ პარტიზანებს ვინც ტყესა და კლდე ღრეში ებრძვის, ზოგჯერ სანადირო თოფით, რუსებს ოჯახის გადასარჩენად. დედა ბუნებაც არ დაინდეს და ცეცხლს მისცეს ბორჯომის ტყეები, დაგვმობმეს სასტიკად ერთმორმუნეებმა და დედ-მამა არ დაინდეს ჩემი. თითქოს ისინი გასწევენ ახლა ჩვენ პატრონობას, საზიზღარი ღორები
თემური: ნუ ტირი გოგონავ. Არ უხდება შენს წითელ ღაწვებს ეგ ცრემლები.
ბაია: ვტირი დედა ბუნების მაგიერ, ვტირი საქართველოს მაგიერ. გაუმარჯოს საქართველოს და გამარჯვება ჰქონოდეს!
ყველა: გაუმარჯოს!
თემური: ძმისაო მაგ ავტომატზე რა აწერია, ჯარისკაცი ხომ არ ხარ როდის მოასწარი წარწერის გაკეთება იარაღზე?
იაზონი: არა მე უბრალო კაცი ვარ. Ამ ომში ბრალი არ მიმიძღვის.
ნიკოლოზი: ბრალი არც ჩვენ მიგვიძღვის, თავის დროზე ჩვენ პრორუს მთავრობას უკრაინისთვის რომ დაეჭირა მხარი დღეს უკეთ ამოგვიდგებოდნენ გვერდში. Მაგრამ ძლევამოსილ დასავლეთან რას გაჭრის ჩვენი სიტყვები, მაგიტომაც არიან საჭირო პოლიტიკოსები. იარაღის აკიდება მარტივია სიბრძნე, გონის მოქნილობა და სწორი პოლიტიკის წარმოება რთული. Მაგრამ, რა თქმა უნდა ჯარისკაცობა და გმირების შეწირული სიცოცხლე ყველაზე მეტად უნდა დავაფასოთ.
იაზონი: ოპოზიცია რომ არა რუსებს შევურიგდებოდით და ომის ნაცვლად დაბრუნებულ ტერიტორიებს მივიღებდით. ომი უნდოდათ და ომი მიიღეს. Ახლა თემურ ლენგზე უფრო მეტად რუსეთი აგვაოხრებს სიმონ.
Მხურვალე ჭაბუკი: ეჰ სიცოცხლეო!
თემური: ერთი ის მითხარი ძმიასო, მაგ იარაღზე რომ ლუკა აწერია ვის ეკუთვნოდა ეგ იარაღი?
იაზონი: მომაკვდავს მოვაცალე, საწყალი, თან რამდენი საწყალი იყო იქ, ახლა თავს და ოჯახს მაინც დავიცავ ნოქალაქევში.
თემური ესვრის იაზონს ფეხში და ამბობს: მოკვდი შენი დედა ვატირე!
იაზონი: რად მესროლე რა დაგიშავე?
თემური: ჩემი ძმის ავტომატია ბიჭო, კაცი ცოცხალი ნახე, ან თუ მკვდარი იყო მისი ცხედარი მაინც წამოგეღო ავტომატს რომ დაავლე ხელი შენი უგულო დედა ვატირე მე!
იაზონი: მაპატიე არვიცოდი თუ შენი ძმა იყო. Ძმაკაცი არის თუ დედმამიშვილი შენი სიმონ?
თემური: ბევრჯერ გამიგია მისი გმირული სახელი და ვიცნობდი კიდეც. Მაგრამ ის რომ იბრძოდა შენ გამოიქეცი არა? და თუ ომის ტრაკი არ გაქვს სხვა რამე ჯაფა მაინც გაწიე ძმებისთვის სიმონ, ტო!
Ბაია ეფარება ძირს დავარდნილ იაზონს და ამბობს: კარგით გეყოფათ, არ მოკლა მთვრალი ხარ, სიფხიზლეში სხვანაირად იფიქრებ.
თემური: სიფხიზლეში უარესსაც ვიზავდი.
Ნიკოლოზი: ხალხნო მისმინეთ, ახლა მგლის ხროვა არ უნდა დაიშალოს. Ახლა ერთმანეთის გვერდში უნდა ვიდგეთ. ამ კაცს ოჯახი ჰყავს, ისიც იომებს, ადრე თუ ევროპარლამენტარებს ვხვდებოდი ახლა სიკვდილს შევხვდები და თვალებში ჩავხედავ მას. Ესაა ბოლო მაინც ადამიანის და საქართველოს მომავალი რომ ბეწვზე კიდია მე დავიჭერ ამ ავტომატს და სხვას ვუშოვით მას ოჯახის დასაცავად.
თემური აწყვეტინებს: ეგ ავტომატი შენ მოიკიდე მგელო. ისე დროზე უნდა შეგვეცნო რუსების მტაცებლური ბუნება, ადრე თუ გვიან მაინც დაგვესხმებოდა თავს გაშმაგებული უკრაინაში წაგებით. Შენნაირი ვაჟკაცები თუ იდგნენ იქ მეც არ ვითაკილებდი დადგომას ახლანდელი გადმოსახედიდან. გენაცვალე! კაი კაცი ხარ! ის კიდე ბაიას მანდილმა გადაარჩინა რომ იცოდეს. ძმობილო წყენა არ ჩაიდო გულში ერთმანეთის ოჯახებს ვიცავთ ჩვენ მეომრები რომ იცოდე და შენი ოჯახიც არაა გამონაკლისი. Მთავარია ერი არ განიკვეთოს ნაწილებად და მარტო თავისაზე არ იზრუნოს ან ქონებას დახარბდეს. თორემ ნაკვეთურებიდან სისხლი წარსკდება და მარტივად დაგვამარცხებენ.
ბაია: ეჰ ბუნებაო, რუსებით მოწამლულო!
მხურვალე ჭაბუკი სხვათა საუბრისას ადის გალავანზე: აქარის თოკი გამზადებული, ჩემი სიცოცხლის დასრულება მსურს, მორჩა და გათავდა!
იაზონი: არ ქნა ეგ შვილო! თუმც მე ჯერ არ მიომია მე, დაგვჭირდება შენნაირი ჭაბუკების გვერდში დგომა, ერთად ავისხავთ იარაღს და ერთმანეთის ოჯახებზე ვიქნებით დამცველნი და პასუხისმგებელნი თუ ვინმე დაეცემა პირველი.
ნიკოლოზი: არ ქნა, დაუჯერე მას! მეც შენსავით ახალგზარდა ვარ, ახლა გამომეზრდება მგლის ეშვები და იარაღით მუსრს გავავლებთ მტერს. შენ სამშობლოს სჭირდები. შენ ქვეყანას ჭირდები. Ერთად აღვადგენთ გელათს და იყალთოს. ერთად გავარემონტებთ ჭუჭყიანი ხელებით ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს ყველაფერი რომ ჩაივლის. Რად მოგბეზრდა სიცოცხლე ასეთ ასაკში?
თემური: ომს რომ იხილავ, რომ იხილავ ნამდვილ სიკვდილს, მერე უფრო მხნე გახდები და წავლენ თვითმკვლელობის დემონური ფიქრები. იარაღია ჩამარხული აქ შორიახლოს. შორიახლოს ჯარისკაცები და პარტიზანები არიან. Სასმელი გაძლევს გამბედაობას, ამას ახლა რომ ამბობ თავს მოვიკლავო და მალე საქართველო, სამშობლო მოგცემს, ბედკრული იმერეთი, გამბედაობას სულ სხვანაირს და მაშინ არც იყოყმანებ ისე წახვალ ტყვიაზე და მაინც გადარჩები, რადგან ამ ომში გავიმარჯვებთ.
ბაია: არ ქნა ეგ, ეს ბუნება, ღმერთმა შენთვის შექმნა ადამიანო? მას შენ უნდა მიხედო და მოუარო, მომავალ თაობას სუფთა ჰაერი უნდა ჰქონდეთ ინდუსტრიულ ხანაში. ულევი ტყე, უამრავი ყვავლითა ნერგი. ვაზი ქართული და ხორბლების მინდვრები. ეს უხვფეროვნება შენთვის შეიქმნა და არ აჰყვე წამიერ დემონის გაბრძლებას.
მხურვალე ჭაბუკი: არა... არა... ვერ დაგტოვებთ მარტო. აქ სასმლით ვცდილობდი მშობლების დატირებას. დედა მე ვნახე, მისი თვალები კვლავაც მზრუნველად მიყურებდნენ და მამაჩემის თვალები ჩემში მებრძოლს ხედავდნენ. მაგრამ მე ახლა სიცოცხლე მომბეზრებია და უსაზღვრო სევდამ შემომიტია. Მე მოვიტყუე ისინი უცხოეთში კი არა აქ დაიღუპნენ. დიახ! დიახაც, დიახ რომ ომში ვიბრძლებ და დავიცავ სხვათა ოჯახებს, სხვათა შვილებს რომ არ დაობლდნენ ჩემსავით. ასე იქნება ჩემი ბედი, სხვათა დაცვისთვის ვიქნები შეწირული.