ანონსები
7 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში გაიმართება ახალი პროექტის - არქეოლოგიის საერთშორისო ცენტრის პრეზენტაცია. პროექტის მიზანია არქეოლოგიის დარგსა და მომიჯნავე სფეროებში მოღვაწე ინსტიტუტების, ცალკეული მეცნიერებისა და სტუდენტების გაერთიანება მიმართულების კომერციალიზაციის ხელშეწყობისთვის. ცენტრი უზრუნველყოფს არქეოლოგიური ტურიზმის განვითარებას, დარგის პროფესიონალებისა და დაინტერესებული ვიზიტორების მოზიდვას საქართველოში.
პარალელურად ცენტრი იზრუნებს არქეოლოგიის მიმართულებით ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორიცაა რადიოინჟინერია, ქიმია, ბიოტექნოლოგიები, რობოტექნიკა და ა.შ. არქეოლოგიის კვლევითი ინოვაციების ლაბორატორიის დაფუძვნება ხელს შეუწყობს ბიზნეს სტარტაპების ფორმირებას და რეგიონიდან შეკვეთების მოზიდვას. ცენტრი ასევე მიზნად ისახავს არქეოლოგიის მუზეუმის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს დარგის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.
არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
თარიღი: 07.03.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 17:00 სთ