სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის იმართება სამართლებრივი შინაარსის ოლიმპიადა თემაზე: "ადამიანის უფლებები და 21-ე საუკუნის გამოწვევები". წლევანდელი ოლიმპიადის ფარგლებში განსახილველ საკითხს წარმოადგენს სოციალური ქსელების ზეგავლენა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე. ოლიმპიადა ჩატარდება ამა წლის 10 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის საკონფერენციო დარბაზში (519-ე ოთახი). მონაწილეობის მიღება თავისუფალია. საპრიზო ადგილის მფლობელები დაჯილდოვდებიან.
მონაწილეობისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: სარეგისტრაციო ფორმა