სიახლეები
2-3 სექტემბერს, კომპანია “თბილისი მედიკის” ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის კლინიკური უნარებისა და დიაგნოსტიკის სპეციალისტი ლექტორებისთვის გაიმართა ტრენინგი, რომელიც KYOTO KAGAKU-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ოფიციალურმა ტრენერმა - მასაჰირო ვასამ ჩაატარა.
ტრეინინგი ითვალისწინებდა:
თანამედროვე სიმულატორების გაცნობას;
კლინიკური უნარ- ჩვევების დემონსტრირებას თანამედროვე სიმულატორების გამოყენებით;
მწარმოებელი კომპანიის, KYOTO KAGAKU -ს მიერ დადგენილი, სიმულატორების მოვლისა და შენახვის წესების დაცვას.
ტრენინგის დროს, თითოეულმა მონაწილემ იმუშავა თანამედროვე მულაჟებზე და მანეკენებზე, ხოლო დასასრულს თითოეულს გადაეცა სერტიფიკატი.