ანდრო გოგოლაძე - ისტორიის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი, ექსპერტი. უძღვება მსოფლიო ისტორიის, საქართველოს ისტორიის შესავლისკურსებს. ასევე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის განყოფილებაზე სპეცკურსებს საგნებში: „საქართველოს და ევროპის ქვეყნების ურთიერთობები ჯვაროსნულ ხანაში“ და „ქართული სამართლის ძეგლები და პოლიტიკური ინსტიტუტების ისტორია საქართველოში“. 1993 წელს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული აქვს ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, აკადემიური დოქტორის ხარისხი, საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის სპეცილობით. PhD/საკანდიდატო დისერტაციის თემა: „დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი როგორც საისტორიო წყარო“. მინიჭებული კვალიფიკაცია: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი: 000154. 2002 წელს მიღებული აქვს დოცენტის სამეცნიერო-პადაგოგიური წოდება. დოცენტის ატესტატი(გა№00000560). გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და სამეცნიერო სტატიები. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო, რესპუბლიკურ და ადგილობრივ კონფერენციებში. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მიმართულებებია: შუა საუკუნეების საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების, ქართული სოციალური და სამართლის სფეროს ისტორიის საკითხები.