ირაკლი ყანდაშვილი, LL.M./Ph.D- ირაკლი ყანდაშვილი არის მოქმედი ადვოკატი, სამართლის დოქტორი, რომელიც უკვე 15 წელია წარმოადგენს კლიენტებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოსა და ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში.
ირაკლი ყანდაშვილი არის იურიდიული ფირმა `K&K Consulting`-ს მმართველი პარტნიორი და ლიცენზირებული მედიატორი, არის „საქართველსო ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს ხელმძღვანელი. ირაკლი ყანდაშვილი არის „საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
ირაკლი ყანდაშვილი არის ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების სისტემისა და ადვოკატის პროფესიაში შესვლის სტანდარტების კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი საქართველოში.
ირაკლი ყანდაშვილი არის ავტორი მონოგრაფიული ნაშრომის მედიაციაში და ავტორი სახელმძღვანელოსი „პროფესია ადვოკატი“.