ნატა ყაზახაშვილი
ასოცირებული პროფესორი
დოქტორი
საზოგაროებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის ადმინისტრირების დეპარტამენტი
ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
თსსუ - პედიატრიული - ბაკალავრი - 1973-01-01 - 1979-01-01
თსსუ - - დოქტორი - 2000-01-01 -
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგიერთი ტენდენცია საქართველოში - - 1998
დედათა და ბავშვთა მოკვდავობა საქართველოში - 1999
ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროგრამები - 1999
"Brucellosis in Georgia" - 2003
Poverty and Health Indicators Among Women and Children Population of Georgia - 2007
Folate Deficiency and Its Impact on NTDs Prevalence in Georgia” - 2019
Nutrition Status Surveillance System in Georgia”. - 2019
” Incidence and causes of perinatal mortality in Georgia”. - 2019
Study of Nutrition Status of Population in Georgia. - 2019
“სამედიცინო მომსახურების ხარისხის მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების ინსტრუმენტები საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში”. - 2019
„ინფექციის კონტროლის ცოდნა-დამოკიდებულების და პრაქტიკაში გამოყენების შეფასება საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგ სტუდენტებს შორის“ - 2019
Folate and Iron deficiencies in Georgia - 2019
„ორსულობის გამოსავალზე მოქმედი ფაქტორები პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოს პირველად ჯანდაცვაში“ - 2019
“Knowledge, Attitudes and Perception of patients towards Cross-Infection Control Measures in Dental Clinics in Georgia before the Covid-19 Pandemic”. - 2020
“Unattended Pregnancies and Perinatal Mortality in Georgia” - 2020
Neural Tube Defects and Micronutrients Deficiency prevalence in Georgia“. - 2020
Evaluation of barriers to cervical cancer screening in Georgia - 2023
შიდსით გარდაცვლილთათვის მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია - 18-05-2002
ჯანმოს ექსპერტთა კონფერენცია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე - 14-10-2002
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ინკლუზიური განათლების საკითხებზე მე-7 მსოფლიო კონგრესი - 29-10-2002
ნაციონალური ჯანდაცვის ანგარიშები - 19-11-2002
ჯანდაცვა - 01-12-2002
კახეთის რეგიონში განხორციელებული იმუნიზაციის მართვის საინფორმაციო სისტემის პილოტირების შედეგები - 05-02-2003
კანადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის 94-ე წლიური კონფერენცია - 10-05-2003
"მზერა მომავალში" - 13-05-2003
”უსაფრთხოების საკითხები ჰემოფილიის მკურნალობის დროს” - 20-09-2003
”საქართველო-აშშ თანამშრომლობა ბიომედიცინის სფეროში” - 16-10-2003
ფორუმი საქართველოში განათლების, კვლევების და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ - 09-07-2004
”მოზარდთა გლობალური მედიცინა” - 06-05-2006
”ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა, პრობლემები და პრიორიტეტები” - 06-05-2006
”საქართველო ევროპული უმაღლესი განათლების არეალში” - 22-09-2006
მესამე საერთაშორისო კონფერენცია ჯანდაცვის სერვისების ახალი პერსპექტივები სამხრეთ კავკასიის რეგიონში - 26-01-2007
” ევროპული უმაღლესი განათლების პერსპექტივები საქართველოში - 22-02-2007
ინფქციური დაავადებების კვლევის აშშ-საქართველოს ერთობლივი კონფერენცია US-Georgia Workshop. - 27-05-2008
”ჯანდაცვის მენეჯმენტის სწავლების შედეგები” - 01-08-2008
”სამეანო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება” - 04-11-2008
ექსპერტთა კონფერენცია თამბაქოს მოხმარების შემცირების შესახებ, კანონმდებლობა და რეგულაციები. - 07-05-2009
”ჯანმრთელი ქალი” პირველი საერთაშორისო კონფერენცია მიძღვნილი ქალის ჯანმრთელობის პრობლემებისადმი - 18-06-2009
კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრისთვის გადაცემასთან დაკავშირებით გამართული სამეცნიერო კონფერენცია და ცერემონიალ - 23-06-2009
”ჯანდაცვის ლიდერობის ინსტიტუტი” - 14-07-2009
”ჯანდაცვის მენეჯმენტის სწავლება” - 15-07-2009
სამედიცინო პერსონალი რისკის ქვეშ - 01-12-2009
პირველი ეროვნული კონფერენცია ”თამბაქო თუ ჯანმრთელობა” - 01-02-2010
გარემოს ჯანმრთელობა და ინდუსტრიული ეკოლოგია - 01-09-2010
სგგდ ინფექციების შესახებ ჯანმოსა და სგგდ საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის 25-ე საერთაშორისო კონფერენცია - 23-09-2010
სამეანო გინეკოლოგიურ დაწესებულებებში რეგისტრირებული სგგდ. საქართველო, 2005-2009 - 23-09-2010
The importance of radiation safety in ensuring the quality of medical services - 26-11-2022
ბიოეთიკა და სამედიცინო სამართალი-PHMA6150 (
2008/2009;
2009/2010;
2010/2011;
2011/2012;
2012/2013;
2013/2014;
2014/2015;
2015/2016;
2016/2017;
2017/2018;
2019/2020;
2020/2021;
)
გლობალური ჯანმრთელობა-MPHP 5210 (
2022/2023;
)
კვლევა-PHDH8110 (
2020/2021;
2021/2022;
2022/2023;
2023/2024;
2024/2025;
)
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და პოლიტიკა-MPHP 5110 (
2022/2023;
)
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა-PHMA5110 (
2011/2012;
)
საზოგადოებრივი ჯანდაცვა-PHDP7110 (
2017/2018;
)
სამაგისტრო ნაშრომი ბიზნესის მართვაში-BUSN6200 (
2011/2012;
)
სამაგისტრო ნაშრომი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში-PHMA6250 (
2007/2008;
2008/2009;
2009/2010;
2010/2011;
2011/2012;
)
სამაგისტრო ნაშრომი ჯანდაცვის ადმინისტრირებაში-HELM6220 (
2009/2010;
2010/2011;
2011/2012;
2012/2013;
)
სამედიცინო მომსახურების ხარისხის საფუძვლები-HELM4210 (
2021/2022;
2022/2023;
2023/2024;
2024/2025;
)
სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და გაუმჯობესება-HELM5220 (
2007/2008;
2008/2009;
2009/2010;
2011/2012;
2012/2013;
2013/2014;
2014/2015;
2016/2017;
2017/2018;
2018/2019;
2020/2021;
)
ჯანმრთელობის სამართალი-HLTB121000PR (
2007/2008;
)
ჯანმრთელობის სამართლისა და ბიოეთიკის საფუძვლები-HELM2430 (
2011/2012;
2013/2014;
2014/2015;
2015/2016;
2016/2017;
2017/2018;
2018/2019;
2019/2020;
2020/2021;
2021/2022;
2022/2023;
2023/2024;
)
კვლევა-PHDH8110
სამედიცინო მომსახურების ხარისხის საფუძვლები-HELM4210
სამეცნიერო ხარისხი: მედიცინის დოქტორი. ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი.
ნატა ყაზახაშვილი 1973-1979 წ სწავლობდა თსსუ-ში, მისი დამთავრების შემდეგ 1980-86 წლებში ეწეოდა პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით და ჯანდაცვის ორგანიზაციაში მუშაობა დაიწყო 1986 წელს თბილისის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურიდან. 1993-2007 წწ მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობზე, მათ შორის დედათა და ბავშვთა საკითხების დეპარტამენტის უფროსად, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილედ სამედიცინო დაზღვევის საკითხებში. 1994 წლიდან თანამშრომლობს და მონაწილეობს საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პარტნიორულ პროგრამებში. აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე უცხოეთის ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებისა და თათბირ-სემინარების მუშაობაში, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: პაციენტის უფლებების შესახებ ევროპის დეკლარაციის მომზადება (1994 წ მარტი, ამსტერდამი, ნიდერლანდები), სასწავლო კურსი მენეჯმენტში (1994 წ აგვისტო-ოქტომბერი, ატლანტა, აშშ); დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების სტრატეგიების დანერგვა განვითარებად ქვეყნებში (1997 წ ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიურო, კოპენჰაგენი, დანია), მსოფლიო ბანკისა და საქართველოს პირველი პროექტის განხორციელება ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შესახებ (1995-1999 წწ); პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა WB/EU/DFID/OPM-თან ერთად (1998-2002 წწ);
2002 წელს ნატა ყაზახაშვილმა დაიცვა დისერტაცია თემაზე: საქართველოს ბავშვთა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პედიატრიული დახმარების განვითარების თანამედროვე ტენდენციები (გრიფი 14.00.33 სოციალური ჰიგიენა და ჯანდაცვის ორგანიზაცია)
2004-2008 წლებში ნატა ყაზახაშვილი ოქსფორდის პოლიტიკის ჯგუფთან ერთად (OPM) მონაწილეობდა პირველადი ჯანდაცვის მენეჯერთა სასწავლო პროგრამის მომზადებაში, როგორც სასწავლო გუნდის წევრი და ლექტორი. 2004 წლიდან არის თსუ ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2018 წლიდან პროფესორი. ბოლო 15 წელია ხელმძღვანელობს ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა” პროგრამის მიხედვით ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრანტების და დოქტორანტების სასწავლო კურსებს. 2006 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს მაგისტრანტთა სასწავლო კურსებს: ”ბიოეთიკა და სამედიცინო სამართალი”, ”სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვა და გაუმჯობესება”. მონაწილეობს სუ/სკრენტონის უნივერსიტეტის პარტნიორული პროგრამის განხორციელებაში. იგი 2010 წლიდან მონაწილეობდა TEMPUS - ის პროექტში: “სამაგისტრო პროგრამები საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაში” 511303-TEMPUS-1-2010-1-UK-TEMPUS-JPCR. პროექტის ხანგრძლივობა 2010-2013; 2011 წელს მონაწილეობდა USAID/G-PAC/TSU – ს პროექტში “ჯანმრთელობის პოლიტიკის სწავლებისთვის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და დანერგვა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში”(პროექტის ხანგრძლივობა მაისი, 2011 - დეკემბერი. 2010-2014 წლებში მონაწილეობდა ტემპუსის პროექტში 516664-TEMPUS-1-2011-1-UK-TEMPUS-JPC “Modernizing Undergraduate Medical Education in EU Eastern Neighboring Area”; 2016 წლიდან მონაწილეობს საქართველო-ნორვეგიის ერთობლივ პროექტში GeNoC-PH CPEA 2015-10057 SIU, Norway (პროექტის მიზანი: საზოგადოებრივ ჯანდაცვაში განათლებისა და კვლევების ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან ნორვეგიული გამოცდილების საფუძველზე (პროექტის ხანგრძლივობა 01.03 2016-31.12.2019); 2017-2021 წწ მონაწილეობდა პროექტში ICREATE: Injury Capacity in Research in EAsTern Europe'(Iowa state University, USA; Babeş Bolyai University, Cluj Napoca, Romania)' 2018-2021 მონაწილეობდა პროექტში Erasmus+ CBHE project 597977-EPP-1-2018-1-AM-EPPKA2-CBHE-JP Doctoral Programmes in Public Health and Social Science (Goal of the project to harmonized education and research in Public Health and Social Sciences with International standards based on European Universities experience). 2021 წლიდან მონაწილეობს Erasmus+ პროექტში “Building Academic Capacity in Global Health in the Eastern Europe - Central Asia Region (BACE)” Erasmus+ Higher Education - International Capacity Building (მიმდინარე პროექტი, ხანგრძლივობა 2021-2024). 2012 წლიდან დღემდე ნატა ყაზახაშვილი მონაწილეობს როგორც საერთაშორისო ექსპერტი საერთაშორისო პროექტში “The World Justice Project Rule of Law Index” (WJP).
ნ.ყაზახაშვილი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი. ასევე, თსუ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. საქართველოს სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს პერინატოლოგთა და ნეონატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის წევრი, პედიატრთა საზოგადოების წევრი.
74 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მრავალი სახელმძღვანელოს და მეთოდური რეკომენდაციის თანაავტორი, რეცენზენტი, კონსულტანტი.
ნატა ყაზახაშვილის ავტორობით გამოცემულ იქნა 3 წიგნი:
2020 წელს სახელმძღვანელო „სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, მართვა და გაუმჯობესება“; (თსუ გამომცემლობა)
2021 წ გამომცემლობა Springer Cham-ის მიერ გამოიცა წიგნი The Development of Child Protection Systems in the Post-Soviet States, სადაც მე-4 თავი მომზადებულ იქნა ნ.ყაზახაშვილისა და თანაავტორების მიერ.
2012 წ გამოიცა წიგნი “სამედიცინო მომსახურების ხარისხის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”(გამომცემლობა „მერიდიანი“).
ევროპის რეგიონში პოლიომიელიტის ერადიკაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოებულია ჯანმოს სპეციალური მედლითა და სერტიფიკატით.
2008 წლიდან ჩაჩავას კლინიკაში მუშაობდა, სადაც 2016 წლიდან ასრულებდა გენერალური დირექტორის მოვალეობას, 2021 წლის მარტიდან 2022 წლის 1 ივნისამდე იგი აკად.ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორია, 2022 წლის 25 ივლისიდან დღემდე აკად.გ.ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს უნივერსიტეტში.
თბილისი, 2023 წლის 1 სექტემბერი.