ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

მარიკა არევაძე
ასისტენტი

სამართლის დეპარტამენტი
სამართლის სკოლა


განათლება  
სსიპ "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" - იურიდიული - ბაკალავრი - 2003-01-09 - 2007-06-21
საქართველოს უნივერსიტეტი - სამართლის სკოლა - მაგისტრი - 2008-01-01 - 2010-06-24
საქართველოს უნივერსიტეტი - სამართლის სკოლა - მაგისტრი - 2011-01-09 - 2014-12-31
პუბლიკაციები  
საკუთრების უფლების შინაარსი და მისი შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები - 2011
საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების პრობლემატიკის სამართლებრივი ანალიზი - 2013
ჩემი უფლებები - 2013
მედიაციის სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები საქართველოში - 2013
პაციენტის უფლებები საქართველოში - 2014
კერძო სექტორში დასაქმებული დედების უფლებრივი მდგომარეობა - 2014
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის თავისებურებანი - 2014
არასრულწლოვანის საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმები საქართველოში - 2014
ადამიანის უფლებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - 2015
საკუთრების უფლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - 2015
„დავის გადაჭრისა და იძულებითი აღსრულების მექანიზმები სასესხო ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში“ - 2016
კონფერენციები  
"სამედიცინო მედიაციის კომპეტენციის ფარგლები საქართველოში" - 01-12-2013
საერთაშორისო კონფერენცია განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარული მეცნიერებების შესახებ - 02-02-2015
კურსები  
კონსტიტუციური სამართალი 1 – სახელმწიფო მოწყობის სამართალი-LAWB1220 (  2016/2017; 2017/2018; )
სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კლინიკა-LAWB4295 (  2018/2019; 2019/2020; 2020/2021; 2021/2022; 2022/2023; 2023/2024; 2024/2025; )
შესავალი სამართალმცოდნეობაში-LAWB1135 (  2014/2015; 2015/2016; 2016/2017; 2017/2018; )
ცხრილი  
სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კლინიკა-LAWB4295

მარიკა არევაძე 2014 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ის 2005-2014 წლებში, საქმიანობდასხვადასხვაკერძოკომპანიაშიიურისტისპოზიციაზე, 2014 წლიდან 2017 წლამდე იყო შპს „ნიუ ჰოსპიტალს“-ის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. 2012 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ხოლო 2017 წლიდან ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი. 2015 წლიდან არის „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ხოლო 2016 წლის დეკემბრიდან საადვოკატო ბიური არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების დამფუძნებელი და ადვოკატი. 2019 წლიდან არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, არის მედიატორი, სასამართლო მედიატორი და ასოციაციის აკრედიტირებული ტრენერი. 2014 წლიდან აქტიურად არის ჩართული უფლებადაცვით საქმიანობაში, ის ამჟამად არის ომით დაზარალებულ ქალთა საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი და ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი.

მარიკა არევაძე საქართველოს უნივერსიტეტის გარდა არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გამოცემულია კვლევები - ომით დაზარალებულ უკრაინელ ქალთა საჭიროებები საქართველოიში; სასესხო/საკრედიტო ურთოერთობები კოვიდ 19 პანდემიის პირობებში; „კერძო სექტორში დასაქმებული დედების უფლებრივი მდგომარეობა“, გზამკვლევი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის - „ჩემი უფლებები“, „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების პრობლემატიკის სამართლებრივი ანალიზი“, „მედიაციის სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები საქართველოში“. მარიკას მონაწილეობა აქვს მიღებული (მომხსენებლად) სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციასა და მრგვალ მაგიდებში. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია არაერთი სამეცნიერო სტატია. მარიკას აქვს 18 წლიანი პროფესიული საქმიანობისა და 9 წლიანი სწავლების გამოცდილება საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლელებში.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი