ეკა გეგეშიძე, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლის პროფესორი, მან ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მიიღო 2011 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ქალბატონი ეკა სპეციალიზებულია ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ასპექტებზე, განათლების რეფორმირებას, ფინანსურ სერვისებზე, ბიუჯეტირების მეთოდებზე, საგადასახადო სისტემაზე, ადგილობრივი თვითმართველობების საქმიანობასა და პროგრამების ბიუჯეტირებაზე, საშუალო და მცირე ბიზნესების აღრიცხვის რესტრუქტურიზაციასა და განვითარებაზე.
მისი ბოლოდროინდელი გამოცდილება მოიცავს შემდეგ აქტივობებს: ეკონომიკური განვითარება, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, საჯარო პოლიტიკა, ეკონომიკური ზრდა და გლობალიზაცია, სასწავლო პროგრამების განვითარება, მშპ-სა და ეკონომიკის ზრდა, საინვესტიციო პროექტებისა და ბიზნესის ციკლს შორის კავშირი, პროექტის განხორციელება, ბიზნესის დაგეგმვა და შეფასება, პროგრამების დაგეგმვა, პროექტების მენეჯმენტი და შეფასება, ეკონომიკური და ფინანსური ანალიზი (ტექნიკური განხორციელების კვლევები, ბიზნეს გეგმები), გადასახადები, რეგიონალური პრობლემების კვლევა და შესაბამისი პროგრამების შექმნა. ქალბატონი ეკა გეგეშიძე არის საჯარო სექტორისსერტიფიცირებული აუდიტორი (IPSAS და ISA).
ქალბატონ ეკა სუბრობს, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ის 1999 წლიდან აქტიურად არის ჩართული საქართველოში ეკონომიკური საგანმანტალებლო პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების პროცესში. მას აქვს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება. ქალბატონი ეკა გახლავთ თარგმნილი წიგნების სამეცნიერო რედაქტორი, ასევე ავტორი ეკონომიკური სასწავლო და აკადემიური პროგრამების, წიგნების, სწავლების მეთოდოლოგიებისა და კვლევითი სტატიების.
ქალბატონი ეკა გეგეშიძე არის ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც გახლავთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი არასამთავრობო ორგანიზაციისჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს წევრი. ორგანიზაცია ახალგაზრდებს უვითარებს მეწარმეობის, ფინანსური წიგნიერებისა და სამუშაოსთვის მზაობის უნარ-ჩვევებს.
ეკონომიკის დოქტორი ეკა გეგეშიძე, არის ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტი მომზადებული აქვს სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტი და კვლევითი ნაშრომი მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ადვოკატირებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ის არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის და ბუღალტერტა და აუდიტორთა ფედერაციის წევრი.