ირაკლი კობიძე- მოწვეული ლექტორი, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. აქვს მაგისტრის ხარისხი. კურსები: სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური სამართალი). დამთავრებული აქვს თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა სისხლის სამართლის პროცესის სპეციალიზაციით. სამსახურებრივი გამოცდილებიდან გამომდინარე (პროკურორი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მუნიციპალური განვითარების ფონდი) მიღებული აქვს გამოცდილება როგორც უშუალოდ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროსა და სისხლისსამართალწარმოების საკითებში, ასევე ადამიანური რესურსების მართვისა და პროექტების მენეჯმენტის, მათ შორის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი საინვესტიციო პროექტების ზედამხედველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ამჟამად მოღვაწეობს არასამთავრობო სექტორში და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს საკანონმდებლო და სამთავრობო საქმიანობის მონიტორინგი და ანალიზი ევროატლანტიკური სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. აქვს კომუნიკაციის, სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან, მათ შორის ფართო აუდიტორიასთან მუშაობის, პრეზენტაციის, მედიაკომუნიკაციისა და ლიდერის უნარ-ჩვევები. სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთი რეფორმისა და საერთაშორისო პროექტის განხორციელებაში, საერთაშორისო ჯგუფების ხელმძღვანელობასა და ნორმატიული აქტების შემუშავებაში.