მაკა კარტოზია - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია 2015 წლიდან. მას 2005 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სწავლულ ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის (სამართლის დოქტორი) ხარისხი. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ლექციების ჩატარების და სტუდენტებთან ურთიერთობის კუთხით საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. საქართველოს უნივერსიტეტში უძღვება ლექციების კურსს კერძო სამართლის მიმართულებით. არის ათობით პუბლიკაციის ავტორი. ასევე მას აქვს მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის მიმართულებით. არის საქართველოში და საზღვარგარეთ სამართლის სხვადასხვა სფეროში გამართული არაერთი სემინარის მონაწილე და ორგანიზატორი. მაკა არის ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.